ლოს ანჯელესის მერმა, კარენ ბასმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კომენდანტის საათის დაწესების შესახებ განაცხადა.

მისი განმარტებით, კომენდანტის საათი ადგილობრივი დროით საღამოს 20:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე იმოქმედებს და, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში იყოს ძალაში. ხელისუფლების ცნობით, კომენდანტის საათი ლოს-ანჯელესის 4 მილიონიანი მოსახლიდან 100 000-ზე ნაკლებს შეეხება.

ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ჯიმ მაკდონელმა მოსახლეობა გააფრთხილა და აღნიშნა, რომ ყველას, ვინც კომენდანტის საათს დაარღვევს, დააპატიმრებენ.

პოლიცია ასრულებს კომენდანტის საათის წესებს მას შემდეგ, რაც სამშაბათს საღამოს ძალაში შევიდა.

პოლიცია ასრულებს კომენდანტის საათის წესებს მას შემდეგ, რაც სამშაბათს საღამოს ძალაში შევიდა.

ფოტო: Mario Tama/Getty Images

ეროვნული გვარდიის ჯარები ლოს ანჯელესის ცენტრში მდებარე ფედერალური შენობის დასაცავად.

ეროვნული გვარდიის ჯარები ლოს ანჯელესის ცენტრში მდებარე ფედერალური შენობის დასაცავად.

ფოტო: AP/Eric Thayer

დაპირისპირება მომიტინგეებსა და პოლიციას შორის.

დაპირისპირება მომიტინგეებსა და პოლიციას შორის.

ფოტო: A/P:Eric Thayer

ცნობისთვის, ეს პროცესები 6 ივნისს დაიწყო, როდესაც აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების სამსახურმა (ICE) ლოს-ანჯელესში ფართომასშტაბიანი რეიდები ჩაატარა. მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხუან რამონ დე ლა ფუენტეს განცხადებით, სულ მცირე 42 მექსიკელი დააკავეს, უმეტესობა — სამუშაო ადგილზე. აღნიშნულმა ქმედებამ მძაფრი პროტესტი გამოიწვია მიგრანტთა თემებსა და სამოქალაქო აქტივისტებში. სამშაბათს დილით ლოს-ანჯელესის მერმა განაცხადა, რომ იმ დღეს ICE-ის მხრიდან ახალი რეიდების შესახებ ცნობები არ მიუღია. ადგილობრივი პოლიცია და ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისინი მოვლენების შესახებ წინასწარ არ არიან ინფორმირებულები.

"ჩვენ არ ვიცით, სად და როდის გაიმართება შემდეგი რეიდები" — თქვა კარენ ბასმა ორშაბათს.