ნულოვანი ნარჩენები კვებაში: როგორ ცვლის HoReCa მდგრადობის სტანდარტებს

ფოტო: circularx.eu
ბუნებაში, როგორც წესი, არაფერი იკარგება: ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ, საკვები, რომელსაც ვჭამთ, ყველაფერი ცირკულარულად მოძრაობს და სიცოცხლეს განაგრძობს. სიცოხლედაცლილი დაცვენილი ფოთლებიც კი, ლპობადი ხეები და ცხოველების ნეშტები სოკოებისთვის, ბაქტერიებისა და მწერებისთვის საკვებ წყაროდ გარდაიქმნება.
ბუნება და მისი ცირკულარული კანონები კაცობრიობისთვის ერთგვარ მოტივაციად იქცა, გამოეყენებინა მდგრადი პრაქტიკები, როგორებიცაა ცირკულარული ეკონომიკა და რეგენერაციული სოფლის მეურნეობა.
ხაზოვანი მოდელისგან განსხვავებით (აიღე-შექმენი-გადაყარე), ცირკულარულ სისტემაში პროდუქტები ისე იქმნება, რომ მათი დაშლა, შეკეთება, ხელახალი გამოყენება ან გადამუშავება შესაძლებელი იყოს. მიზანი ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანა და რესურსების მაქსიმალურად გამოყენებაა.
დღეისთვის, გლობალური HoReCa სექტორი (მათ შორის, ქართული კომპანიებიც) კარგავს საშუალოდ 1 ტრილიონ დოლარს ხაზოვანი მოდელის გამოყენებით. მაშინ, როდესაც, ცირკულარული მოდელი გვპირდება გრძელვადიან სარგებლებს, როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლებისა და გარემოსთვის.
ნარჩენების პრობლემა HoReCa სექტორში
სტუმართმოყვარეობის ინდუსტრია სწრაფად ვითარდება და მასთან ერთად, მისი ნარჩენების პრობლემაც იზრდება.
დღევანდელი რეალობა ასეთია: რესტორნები, სასტუმროები და კაფეები წარმოუდგენელი რაოდენობის ნარჩენებს ქმნის. მხოლოდ 2021 წელს, გლობალური HoReCa სექტორი პასუხისმგებელი იყო მსოფლიოში 1.03 მილიარდი ტონა გადაყრილი საკვების 28%-ზე. ამ ციფრებს, სასტუმროები ყოველწლიურად 290,000 ტონა ნარჩენს ამატებენ, საიდანაც ერთი მესამედი სრულიად ვარგისია მოხმარებისთვის.
თუმცა, პრობლემა მხოლოდ საკვები ნარჩენები არ არის. გადაყრილი პლასტმასი, ცუდი გადამუშავება და არაეფექტური მიწოდების ჯაჭვები ნიშნავს იმას, რომ ეს ნარჩენები ნაგავსაყრელზე აღმოჩნდება და დაიწვება, რაც ჰაერსა და ჩვენს ეკოსისტემას აბინძურებს.
თუ კი ეს ტენდენცია გაგრძელდა, გარემოზე მავნე ზემოქმედება შეუქცევადი გახდება. თუმცა, HoReCa (და არა მხოლოდ) სექტორს აქვს შესაძლებლობა შეცვალოს მიმართულება და იზრუნოს გარემოზე, მომხმარებლებსა და საკუთარ ბიზნესზე. ბევრი ქართული ბრენდი და საერთაშორისო კომპანია უკვე ითვისებს ცირკულარული ეკონომიკის მეთოდებს, რაც პოზიტიურ შედეგებს გვპირდება.
ცირკულარული ეკონომიკა დღეს განსაკუთრებით აქტუალურია
ცირკულარული ეკონომიკა HoReCa სექტორის მდგრადობისთვის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია.
ჩვენ, ტრადიციულად, ვიყენებთ ხაზოვან ეკონომიკას, რომელიც გულისხმობს რესურსების გამოყენებას პროდუქტის შესაქმნელად, მათ მოხმარებას, გადაყრასა და საბოლოოდ განადგურებას.
ცირკულარული ეკონომიკა კი შექმნილია რესურსებისა და პროდუქტების აღსადგენად, ხელახლა გამოსაყენებლად და გადამუშავებისთვის, რითიც მინიმუმამდე იკლებს ნარჩენების მოცულობა. ზოგ შემთხვევაში კი ნარჩენები ახალ პროდუქციად გადაიქცევა.
კომპანიები, რომლებიც ცირკულარულ ეკონომიკას პრაქტიკაში იყენებენ, ზოგავენ დანახარჯებს, ამცირებენ ნარჩენებსა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ავლენენ სოციალურ პასუხისმგებლობას. ხოლო ის, ვინც ვერ ახერხებს ადაპტაციას, რესურსების დეფიციტის, ნარჩენების ზრდისა და მდგრადობის კრიზისის წინაშეა.
მაგალითები, რომლებიც ინსპირაციად იქცა HoReCa სექტორის კომპანიებისთვის
პროგრესული HoReCa კომპანიებისთვის ცირკულარული ეკონომიკა უკვე ახალი სტანდარტია. საქართველოში ამის მაგალითია კულტურული ჰაბი "Fabrika Tbilisi“, რომელმაც ერთჯერადი გამოყენების ჭიქები მრავალჯერადი ალტერნატივებით ჩაანაცვლა.
“ჩვენი სტუმრები ხედავენ, რომ მდგრადობაზე ვზრუნავთ და ეს მათთვის მნიშვნელოვანია, — ამბობენ ფაბრიკაში — ლოიალობაც გაიზარდა, რადგან ჩვენი მომხმარებლების ეკოლოგიურ ღირებულებებს ვიზიარებთ.“
მათი გამოცდილება გლობალურ ტენდენციას ეხმიანება: მომხმარებლების 73% ეკომეგობრულ ბრენდებს ამჯობინებს. ცირკულარული მიდგომა, უკვე არა არჩევანი, არამედ კონკურენტული უპირატესობა გახდა.
ამ ცვლილებას აჩქარებს ისეთი ინიციატივები, რომლებიც ქართულ ბიზნესებს პრაქტიკულ ცირკულარულ გადაწყვეტებს სთავაზობს, CENN-ის Circular Lab, GIZ-ისა და ICLEI-ის პარტნიორობით. იმავდროულად, ისეთი საერთაშორისო ბრენდები, როგორებიცაა Starbucks, ამტკიცებენ, რომ ცირკულარულობა მასშტაბირებადია: მათი Closed Loop პროგრამა მილიონობით გამოყენებულ ჭიქას ახალ პროდუქტებად — ავეჯად და შეფუთვებად გარდაქმნის.
დიდ ბრენდებთან ერთად, ინოვაციური პლატფორმებიც ახალ მიმართულებას აძლევს ამ ტრანსფორმაციას. მაგალითად, პლატფორმა Too Good To Go კაფეებსა და რესტორნებს საშუალებას აძლევს, გაყიდონ ის საკვები, რომელიც წინააღმდეგ შემთხვევაში, უსარგებლო ნარჩენებად იქცევა. ამით სარგებელს იღებენ, როგორც ბიზნესები, ისე მომხმარებლები. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია იმ ფართო მოძრაობისა და ცვლილებებისა, სადაც მდგრადობა მომხმარებელთა მოზიდვის მთავარი არხი ხდება.
ცირკულარული მომავლის შექმნა ჩვენით იწყება
ამას ვერ უარვყოფთ! HoReCa სექტორის ნარჩენების პრობლემა მასშტაბურია! თუმცა, მას აქვს გარდაქმნის პოტენციალი.
Fabrika Tbilisi-ის, Starbucks-ისა და სხვა მსგავსი ინიციატივების მაგალითით ნათელია, რომ ცირკულარულ მეთოდებს მოაქვს სარგებელი, არა მხოლოდ ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლებისა და ჩვენი პლანეტისთვის.
მომხმარებლები მზად არიან მიიღონ და მხარი დაუჭირნო მსგავს ინიციატივებს. ცირკულარული მიდგომის ათვისების რესურსებიც არსებობს და ისინი ხელმისაწვდომია. დარჩა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღება და პირველი ნაბიჯების გადადგმა.
ბლოგის ავტორი: მარიტა ფილაური
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები