"ყველა გადაიხდის ამის ფასს ხვალ" — სალომე ზურაბიშვილი 21 წლის მათე დევიძის განაჩენზე

ფოტო: On.ge
"ყველა გადაიხდის ამის ფასს ხვალ" — ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მათე დევიძის საქმეზე გამოცხადებულ განაჩენს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის ბიჭს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მათე დევიძეს სამი პოლიციელისთვის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
სასამართლო პროცესზე სინდისის პატიმრის მხარდასაჭერად სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა.
"სასამართლო დარბაზში იყო საქართველოს დროშა, საქართველოს გერბი და იუსტიციის ქანდაკება. სამივეს შეურაცხყოფა არის. ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ შეურაცხყოფაზე და ჯარიმებს იყენებენ, მაგრამ, რეალურად, დღეს არის შეურაცხყოფა თითოეული ადამიანის, რომელიც დღეს აქ დგას, თითოეული ადამიანის, ვინც აქ არ დგას, თითოეული წევრის ჩვენი საზოგადოების, რომელიც დუმს იმიტომ, რომ ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის ქვეყანა აღარ არის, ის სახელმწიფო აღარ არის და ყველა გადაიხდის ამის ფასს ხვალ, ზეგ, ის ადამიანები, სწორედ, რომლებიც დღეს ტაშს უკრავენ ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას. ის მოსამართლე, ის პროკურორი, რომელიც იქ სხედან, ამ დარბაზში და არ ვიცი რას ფიქრობენ, როგორი მომავალი ექნებათ მათ. მე ვიცი. რა მომავალი ექნება მათე დევიძეს. ის დღეს შედგა როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენს ისტორიაში. ჩვენ მას არ დავივიწყებთ და ის იქნება მუდამ ღირსების, ჩვენი ერთი, სიმბოლო და ესენი იქნებიან მონობის სიმბოლოები, მონები არიან — ამას ვიტყვი და ამას გავიმეორებ. ეს არ არის სასამართლო. მე იმედი მაქვს, რომ ესენი წავლენ შემდეგ სხვა საფეხურებზე და სტრასბურგშიც განიხილება ეს საქმე", — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები