საქართველომ ჩინეთთან განათლების სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა

ოცნების ხელისუფლების განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს უმაღლესი განათლების ფარგლებში მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარების მიმართულებით თანამშრომლობასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. ინფორმაციას განათლების უწყება ავრცელებს
მათი ცნობით, დოკუმენტს ხელი ოცნების ხელისუფლების განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრმა ჰუაი ძინფენგმა მოაწერეს.
დოკუმენტი ითვალისწინებს დიპლომების/სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მიზნით პარტნიორობას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელების და სხვა მნიშვნელოვანი ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების შემუშავების კუთხით.
ხელშეკრულების გაფორმებამდე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ უმაღლესი განათლების გარდა, თანამშრომლობის გაფართოება შეეხება ზოგადი და პროფესიული განათლების მიმართულებებსაც, — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები