კურიერები ტარიფების შემცირებას აპროტესტებენ და საკურიერო კომპანიებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესებას ითხოვენ

დღეს, სპორტის სასახლესთან კურიერები შეიკრიბნენ. ისინი საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ, მთავრობის კანცელარიასთან მივლენ და წერილს დატოვებენ, სადაც მათი მოთხოვნები იქნება ჩამოყალიბებული.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ერთ-ერთი კურიერი ამბობს, ისინი ტარიფების შემცირებას აპროტესტებენ და საკურიერო კომპანიებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგულაციების დაწესებას ითხოვენ. ამ ყველაფერში კი მთავრობას სთხოვენ მხარდაჭერას.
"კომპანიის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებები გვქონდა. ისინი გვპირდებოდნენ, რომ ორშაბათიდან გამოსწორდებოდა მდგომარეობა. ისინი გვატყუებდნენ, ცრუ დაპირებებს გვაძლევდნენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომელმაც ქართული არ იციან, არ ასაქმებდნენ.
ჩვენ ყოველ ხუთშაბათს გაფიცვას ვგეგმავთ და სწორედ ამიტომ გვსურს, საზოგადოებას ვთხოვოთ, რომ ყოველ ხუთშაბათს "ვოლტი" და "გლოვოს" კურიერები არ გამოიძახონ", — აცხადებს კურიერი.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები