ადვოკატი: გიორგი ბაჩიაშვილი საერთოდ არ იმყოფებოდა კავკასიის ტერიტორიაზე, მისი გადმოყვანა, გატაცება მოხდა სხვა ქვეყნიდან

"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ "გიორგი ბაჩიაშვილი საერთოდ არ იმყოფებოდა კავკასიის ტერიტორიაზე, მისი გადმოყვანა, გატაცება მოხდა სხვა ქვეყნიდან". ადვოკატი ამ ეტაპზე არ ასახელებს, რომელი ქვეყნიდან მოხდა დაკავებულის საქართველოში გადმოყვანა.
"მე შემიძლია გითხართ, რომ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ე.წ. მწვანე ზოლის ტერიტორიაზე აიყვანეს, სინამდვილეს არ შეესაბამება, ის საერთოდ არ იმყოფებოდა კავკასიის ტერიტორიაზე, მისი გადმოყვანა, გატაცება მოხდა სხვა ქვეყნიდან, რომლის დასახელებისგანაც ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ. ეს არ იყო ფორმალური და სამართლებრივი პროცედურა, რადგან ნებისმიერი პირის დაკავებას, თავისუფლების აღკვეთას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი მაშინაც კი, როცა მას სასჯელი აქვს მისჯილი. მოცემულ შემთხვევაში, მისი დაკავება ფორმალური პროცედურების გათვალისწინებით არ მომხდარა, ანუ ოფიციალური ექსტრადირების პროცედურა არ არის განხორციელებული, ამის თაობაზე დოკუმენტაცია არ ყოფილა გაფორმებული. იმ ორი დღის განმავლობაში მას სხვადასხვა ლოკაციაზე ატარებდნენ.
…ჩემთვის ეს ინფორმაცია მისგან ცნობილია, უბრალოდ, ამ ეტაპზე გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. ის „აირზენას“ ბორტით წამოიყვანეს, რომელიც იყო სპეციალური რეისი, რათა მისი გადმოყვანა მომხდარიყო, ამიტომ ვერსია, რომელიც ვრცელდება, აბსოლუტურად არასწორია. ასევე, არასწორია ინფორმაცია, რომელიც მოვისმინე თითქოს, დაწყებული გამოძიების შესახებ - არავითარი კავშირი ამ გამოძიებას მის გატაცებასთან არ აქვს, რადგან ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, საუბარია გამოძიებაზე საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით და არა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაზეც გიორგიმ ისაუბრა", — განაცხადა ჯანდიერმა.
კითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში, ადვოკატი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ ასახელებენ იმ სახელმწიფოს, რომელშიც გიორგი ბაჩიაშვილი იმყოფებოდა.
"ვერ ვიტყვი, რომ ეს ინფორმაცია არ ვიცი, უბრალოდ არ შემიძლია დავაზუსტო, ამ ეტაპზე ჩვენ არ ვასახელებთ იმ სახელმწიფოს, რომელშიც გიორგი ბაჩიაშვილი იმყოფებოდა, თუმცა, გადაჭრით შემიძლია გითხართ, რომ ეს არ იყო კავკასიის ტერიტორია და არ იყო იმ განცხადების შესაბამისი, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გავრცელდა" — ამბობს ადვოაკრი (წყარო IPN).
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები