შალვა პაპუაშვილი მაკრონის, მერცის და ტუსკის განცხადებას "ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე სამარცხვინო თავდასხმას" უწოდებს

ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მაკრონის, მერცის და ტუსკის განცხადებას "ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე სამარცხვინო თავდასხმას" უწოდებს.
"სამარცხვინო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს", — დაწერა პაპუაშვილმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა და გერმანიის კანცლმა, ფრიდრიხ მერცი "ვაიმარის სამკუთხედის" სახელით საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადება გაავრცელეს სადაც "საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, და სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიაზე და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე თავდასხმებს".
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს ქართველ ხალხს სოლიდარობის და მეგობრობის მესიჯი გავუგზავნოთ და დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს სურვილს, ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ.
ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომელიც იწვევს დემოკრატიულ უკუსვლას, და სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიაზე და მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებზე თავდასხმებს. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს. გადაჭარბებული ძალადობის შესახებ ცნობები უნდა გამოიძიონ. კანონები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ევროპულ სტანდარტებს, უნდა შეიცვალოს და აუცილებელი რეფორმების პროცესი უნდა განახლდეს", — აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც IPN ავრცელებს.
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები