ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციასა და საქართველოს ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისთვის ქვეყანაში აგრო სექტორის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული სეგმენტია და ამ მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. სწორედ ამ მიზნით, ბანკსა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა, შოთა ცუკოშვილმა.
აღნიშნული მემორანდუმის მიზანი საქართველოში მოცვის ინდუსტრიის გაძლიერება, ამ სექტორში კომპეტენციის გაზრდა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვაა.
“საქართველოს ბანკი წლებია, აგრო სექტორის აქტიური მხარდამჭერია და რეგიონებში ბიზნესების გაძლიერებას უწყობს ხელს. გაფორმებული მემორანდუმი ერთი მხრივ, თანამშრომლობის ახალი ეტაპია ბანკსა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციას შორის, მეორე მხრივ, კი ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობაა, რათა საქართველოში მოცვის წარმოება კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს. მოხარულები ვართ ამ თანამშრომლობით და გვჯერა, რომ აღნიშნული სექტორის გაძლიერებისთვის სამომავლოდ არაერთ სასარგებლო პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, — განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორობა წამოვიწყეთ საქართველოს ბანკთან, რაც აგროსექტორში, განსაკუთრებით კი მოცვის ინდუსტრიაში, ახალი შესაძლებლობების შექმნის წინაპირობაა. ასოციაციის მთავარი მიზანია სექტორში ერთიანი სისტემის შექმნა, სადაც კოორდინირებულად იმუშავებენ, როგორც ფერმერები, ისე ფინანსური ინსტიტუტები, ექსპერტები და საერთაშორისო პარტნიორები. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრადი განვითარების საფუძველს. მიგვაჩნია, რომ ცოდნის გაზიარება, ტექნოლოგიური განვითარება და სწორი ფინანსური მხარდაჭერა სექტორის წარმატების აუცილებელი წინაპირობაა.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერა მოცვის ინდუსტრიისთვის არა მხოლოდ ფინანსურ სარგებელს, არამედ სანდო პარტნიორობასა და საერთო მიზნის გარშემო გაერთიანების მაგალითია. გვჯერა, რომ ერთობლივად განვახორციელებთ ბევრ წარმატებულ ინიციატივას, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქართულ აგრარულ სექტორს.” — განაცხადა ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა, შოთა ცუკოშვილმა.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
კომენტარები