ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში — რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის

ფოტო: მაკდონალდს საქართველო
ქუთაისი ხომ ის ქალაქია, სადაც სიმღერა ფანჯრების დარაბებიდან ისმის და ლეგენდების ისტორიები ფონად მიჰყვება. თანამედროვეობის ქუთაისურ ამბებს, მაკდონალდსი 2010 წლიდან შეუერთდა, არა მხოლოდ გემრიელი ბურგერებით, არამედ მაღალი ხარისხით, მომსახურების სტანდარტებითა და ატმოსფეროთი, რომელმაც ამერიკული ცხოვრების სტილი, იმერულ ყოველდღიურობად აქცი. მაგიური ოქროს თაღით, ბავშვური სიხარულითა და შეუჩერებელი ენერგიით, მაკდონალდსი ჯადოსნური ეპოქის დასაწყისი გახდა ქალაქისთვის.
ლადო ალექსი მესხიშვილის თეატრის, პირველი კომედია — გაყრისა და ახალი მოძრაობის დასაწყისის ენას, ქალაქში ახალი ნარატივი დაემატა — ერთი ჩიზბურგერის მენიუ, ჰეფი მილი და მაკკაფეს ყავა და სხვ.

ფოტო: მაკდონალდს საქართველო
მაკდონალდსი ქუთაისში არ არის უბრალოდ სწრაფი კვების ობიექტი — ეს არის ადგილი, სადაც დღე იწყება ღიმილით და სრულდება მოგონებებით. აქ თინეიჯერები ერთმანეთს პირველად ხვდებიან, სტუდენტები უფასო Wi-Fi-ს იყენებენ, ხოლო ბავშვებისთვის ჰეფი მილის გახსნა, საიდუმლო კარის გაღებას ჰგავს.
ქუთაისის მაკდონალდსი — ეს არის სიმბოლო იმისა, თუ როგორ ერწყმის ტრადიცია თანამედროვეობას, ადგილობრივი თვითმყოფადობა — გლობალურ გამოცდილებას.
მაკდონალდსის გლობალური სტანდარტების თანახმად, რესტორნების პერიოდული განახლება სავალდებულოა. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს “Modernization” მაჩვენებლის მაღალ დონეზე შენარჩუნებასა და მომხმარებლებისთვის თანამედროვე, კომფორტული და ინოვაციური გარემოს შეთავაზებას. ამ სტანდარტების დაცვით ქუთაისის მაკდონალდსი” სრულად განახლდა.
განსაკუთრებით შესამჩნევია განახლება ინტერიერში. განახლებული, მყუდრო ტერასა გამორჩეული სივრცეა — როგორც ყავით დასვენებისთვის, ისე მეგობრული თუ საქმიანი შეხვედრებისთვის.

ფოტო: მაკდონალდს საქართველო
რემოდელინგი მხოლოდ ვიზუალურ ცვლილებას არ ნიშნავს — ეს არის გამოცდილების გაუმჯობესება, დროისა და მომხმარებლის მოთხოვნის საპასუხოდ. თანამედროვე სტანდარტების დანერგვა მოიცავს, ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებს და ციფრული სერვისების სრულყოფას. განახლებული IT ინფრასტრუქტურა გულისხმობს სტაბილურ და სწრაფ Wi-Fi-ს, დახვეწილ ჯიხურებს, ხოლო შეკვეთის პროცესი ახლა კიდევ უფრო მარტივი და სწრაფია, რაც ქმნის პერსონალიზებულ გამოცდილებას მომხმარებლისთვის — წინასწარი შეკვეთა აპლიკაციის მეშვეობით, თუ ციფრული ეკრანიდან მარტივად შერჩეული მენიუ.
ასევე განახლდა დრაივ ზონა — ნაცნობი და საყვარელი მარშრუტი მძღოლებისთვის, ახლა უფრო ეფექტური მომსახურებითა და კომუნიკაციის გაუმჯობესებული სისტემით გამოირჩევა. მთავარი მიზანი მარტივია: მაქსიმალურად შემცირებული ლოდინის დრო.
როდესაც გაუმჯობესებულ მომსახურებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად აღსანიშნია ე.წ. Curbside სერვისი, რომლის საშუალებითაც, საკუთარი ავტომობილით მაკდონალდსში მისული სტუმარი, ჩერდება სპეციალურად განკუთვნილ ავტოსადგომზე, თავს არიდებს მაკდრაივის რიგს და აპლიკაციის მეშვეობით შეკვეთილ შეფუთვას ადგილზე იღებს.
ქუთაისის განახლებული მაკდონალდსი არის პასუხი თანამედროვე ქალაქის მოთხოვნებზე. ეს არის სივრცე, რომელიც თანხვედრაში მოდის იმ საჭიროებებთან, რაც ქუთაისის თანამედროვე ცხოვრებას ახასიათებს: სწრაფი რიტმი, კომფორტი და სიახლეებისადმი სიყვარული. ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ათწლეულს იწყებს.
ქუთაისის განახლებულ რესტორანაში 50, ხოლო ჯამურად ქუთაისის ორივე რესტორანში 150-მდე ადამიანია დასაქმებული. მაკდონალდს საქართველო ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, რომელიც დღეის მდგომარეობით, 2200-მდე ადამიანს ასაქმებს. გახსნის პირველი დღიდან დღემდე, მაკდონალდსში სამუშაო გამოცდილება 7000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
ქუთაისის მაკდონალდსის რემოდელინგის ინვესტიცია 4 მლნ ლარს შეადგენს, მაკდონალდს საქართველოს, სხვადასხვა მიმართულებით, დღემდე 202 მილიონ ლარამდე ინვესტიცია აქვს განხორციელებული, აქედან მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში 10 მლნ ლარი. კომპანიის ქვეყნის ბიუჯეტში შენატანი კი 233 მილიონ ლარს აღწევს, მხოლოდ 2025 წელს ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 8.5 მლნ ლარი შეადგინა. მაკდონალდს საქართველო 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით რამდენიმე ახალი რესტორნის გახსნას და მსხვილი ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები