რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სიამოვნებით ეწვევა ოკუპირებულ აფხაზეთს ე.წ. პრეზიდენტის, ბადრა გუნბას მოწვევით. ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს.

"დიდი მადლობა. სიამოვნებით. მოგვიანებით გადავწყვეტთ", — განაცხადა პუტინმა გუნბას აფხაზეთში სტუმრობის მოწვევის საპასუხოდ.

ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტი მოსკოვში 8 მაისს ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიეღო დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. 9 მაისს ის წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმს დაესწრო.

გუნბასთვის ეს თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ რუსეთის ლიდერთან პირველი შეხვედრაა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეები თანამშრომლობის ფართო სპექტრის საკითხების განხილვას გეგმავენ