ვინ აღარ ჩავა, ვინ ჩავიდა და ვის ელოდებიან კრემლში 9 მაისს?

ორი პრეზიდენტი, რომელთა დასწრებასაც 9 მაისის აღლუმზე ელოდნენ, მოსკოვში აღარ ჩავლენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა 7 მაისს განაცხადა.
გამარჯვების აღლუმზე სტუმართა რაოდენობა შემცირდა და მას 29-ის ნაცვლად 27 ქვეყნის ლიდერი დაესწრება. მათი ნაწილი უკვე რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა.
უშაკოვის თქმით, აზერბაიჯანის მეთაური ილჰამ ალიევი და ლაოსის პრეზიდენტი თონგლუნ სისულითი მოსკოვში არ ჩავლენ.
როგორც უშაკოვმა განმარტა, ალიევმა "ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილ შიდა ღონისძიებებში უნდა მიიღოს მონაწილეობა" და სისულითი ავად გახდა.
"კორონავირუსი, ასეთი სერიოზული კორონავირუსი. ასე აგვიხსნეს", — თქვა უშაკოვმა.
ამასობაში, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი მოსკოვში ჩავიდა. როგორც BBC იუწყება, მანამდე მისმა თვითმფრინავმა მოსკოვისკენ მიმავალმა მარშრუტზე ბაქოში ავარიული დაშვება განახორციელა. სახელმწიფოს მეთაურის თვითმფრინავი ჯერ ბელგრადიდან ბაქოში გაფრინდა, სადაც გარკვეული დროით დარჩა და მხოლოდ ამის შემდეგ გაფრინდა რუსეთის დედაქალაქში.
სერბულმა მედიამ, მათ შორის სააგენტო Tanjug-მა, ბაქოში გაჩერებას "იძულებითი დაშვე"ბა“ უწოდა. მათი თქმით, თვითმფრინავმა ფრენის გაგრძელების ნებართვა ვერ მიიღო "სამხედრო მოქმედებების გამო".
სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ბაქოში ერთ საათზე ოდნავ მეტი გაატარა. სამ საათზე ცოტა ნაკლები ხნის შემდეგ, ვუჩიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა და მისი ჩამოსვლის კადრები ტელეარხ "როსია-24"-ზე გავიდა.

ვუჩიჩი მოსკოვშ ჩავიდა
ვინ ჩავიდა კრემლში?
როგორც რუსული მედია წერს, 7 მაისს, მონღოლეთის პრეზიდენტი უხნააგიინ ხურელსუხი რუსეთში 9 მაისის აღლუმში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. კრემლის სასახლის ეკატერინეს დარბაზში ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.
რუსეთის დედაქალაქში ასევე ჩავიდა კონგოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, დენი სასუ-ნგესო.
ასევე ჩამოსულებს შორის იყვნენ მიანმის პრემიერმინისტრი მინ აუნგ ჰლაინგი და ეკვატორული გვინეის პრეზიდენტი თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგო.
როგორც უკვე ვთქვით, გზად არსებული შეფერხების მიუხედავად, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩიც წარმატებით ჩავიდა რუსეთის დედაქალაქში.
გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოსკოვში ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინიც ჩავიდნენ.

სი ძინპინი
ფოტო: BBC
ვის ელოდებიან?
ამ დროისთვის ცნობილია, რომ გამარჯვების აღლუმზე, რომელიც 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე გაიმართება, 27 ქვეყნის ლიდერს ელოდებიან, მათ შორის: ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ბურკინა ფასოს, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ბრაზილიის, ვიეტნამის, ვენესუელის, გვინეა-ბისაუს, ეგვიპტის, ზიმბაბვეს, ყაზახეთის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, ყირგიზეთის, კონგოს, კუბის, მონღოლეთის, მიანმარის, პალესტინის, სერბეთის, სლოვაკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ეკვატორული გვინეის, ეთიოპიის ლიდერებს.
ინდოეთს, ინდონეზიას, ნიკარაგუას, ჩრდილოეთ კორეას და სამხრეთ აფრიკას ასევე წარმოადგენენ მაღალი რანგის დელეგატები, მაგრამ არა ლიდერები.
გარდა ამისა, მოსკოვის აღლუმზე მიწვეულნი არიან ვეტერანები აშშ-დან, ისრაელიდან, სომხეთიდან და მონღოლეთიდან.
ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ღონისძიებას არ დაესწრებიან უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას, ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის წარმომადგენლები.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები