საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight Tech გაიმართება

ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური ორგანიზაცია, განაგრძობს ტექ-ეკოსისტემის მხარდაჭერას. სწორედ ამ მისიას ეხმიანება წლევანდელი ტექნოლოგიური ღონისძიება — Spotlight Tech 2025, რომელიც 25 მაისს, Raddison Blu Iveria-ს საკონფერენციო სივრცეში გაიმართება.
წლევანდელი Spotlight Tech-ის მთავარი თემა — "Backstage“ – დამსწრეებს საშუალებას მისცემს, გაიგონ, რა პროცესები უძღვის წინ წარმატებული სტარტაპის შექმნას, როგორ მუშაობენ ინჟინრები ახალი პროდუქტებზე და სხვ.
ღონისძიება აერთიანებს ინსპირაციულ გამოსვლებს, ინტერაქციულ პანელურ დისკუსიებს, მასტერკლასებსა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესის, ტექნოლოგიების, მარკეტინგისა და სტარტაპ სამყაროს წარმომადგენლები.
Spotlight Tech-ის პანელურ დისკუსიაზე საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ვახტანგიშვილი, ბანკში ციფრული პროდუქტების შექმნის შესახებ გამოცდილებას გააზიარებს. გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 500 Global in Eurasia-ს მონაწილე, Quissly. Quinssly ელ-კომერციის გვერდებს სთავაზობს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ჩათს, რომელიც სტანდარტული ძიებისა და ფილტრების საჭიროებას აქრობს და მომხმარებელს მაღაზიის კატალოგიდან პერსონიფიცირებულ შეთავაზებებს აწვდის. ცნობისთვის, 500 Global in Eurasia ქვეყანაში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.
Spotlight Tech-ის პლატინუმ სპონსორია Visa;
ოქროს სპონსორი: Lexus;
ღონისძიების პარტნიორები არიან: Kärcher, ავერსი, Coinmania, Tbilisi Hills.
მხარდამჭერებიკი : Lutecia, ლურჯი ოკეანე, It Academy STEP, წყალი ბაკურიანი, Wolt, Render.ge, Signall, Lost & found.
ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია, დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ღონისძიების ვებგვერდს.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები