ახალგაზრდებისთვის განათლების მიღების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი საჯარო მეტყველების კონკურსის მხარდამჭერია.

წელს საჯარო მეტყველების კონკურსში მონაწილეობა 120-მა ახალგაზრდამ მიიღო. შედეგად, გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებული — ნინი გაფრინდაშვილი, რომელიც 12-17 მაისს ლონდონში, საჯარო მეტყველების კონკურსის საერთაშორისო ტურში მიიღებს მონაწილეობას.

“კონკურსი 1998 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად, სულ რაღაც 10 მონაწილე იყო, თუმცა მას შემდეგმათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ბოლო წლებში მინიმუმ 100-120 მონაწილე გვყავს. საჯარო მეტყველების კონკურსში, ამ 27 წლის განმავლობაში, დაახლოებით 2000-ზე მეტ ახალგაზრდას აქვს მიღებული მონაწილეობა“, — აღნიშნავს თეიმურაზ კორკოტაშვილი, საჯარო მეტყველების კონკურსის პროექტის მენეჯერი.

ინიციატივა ახალგაზრდებს ეხმარება, განავითარონ და დახვეწონ საკუთარი ორატორული უნარები, კრიტიკული აზროვნება და შეიძინონ მეტი თავდაჯერებულობა.

“როგორც მრავალწლიანი გამოცდილება გვაჩვენებს, მასში მონაწილეობა ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევს ახალგაზრდებს, დიდწილად მათი შემდგომი კარიერული წარმატებების საწინდარი ხდება, რასაც ნათლად ასახავს კონკურსში მონაწილეების მრავალნაირი მიღწევები“, — აღნიშნავს თეიმურაზ კორკოტაშვილი.

ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირი 50-ზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი. შედეგად, ეს არის მსოფლიო მასშტაბით უდიდესი კონკურსი, რომელშიც 16-დან — 20 წლის ჩათვლით, მილიონზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული.

ქვეყნის მასშტაბით გამარჯვებულს კი აქვს შესაძლებლობა, ლონდონში გამართულ საერთაშორისო ტურზე 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს (გამარჯვებულს) შეხვდეს და გახდეს საჯარო მეტყველების კონკურსის საერთაშორისო ქსელის წევრი.

“კონკურსში კონკურენცია ძალიან დიდია, ამიტომ გამარჯვებულის ბედი შესაძლოა, ძალიან მცირე დეტალმა გადაწყვიტოს, თუმცა მაინც გამოვყოფდით რამდენიმე ძირითად თვისებას. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია გადმოცემის უნარი — კონკურსანტმა ნათლად და ამომწურავად უნდა მიიტანოს სათქმელი აუდიტორიამდე. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, არავერბალური მხარეც, გარკვეულ წილად, ყურადღება ექცევა მონაწილის არტისტულ უნარებსაც. რა თქმა უნდა, ინგლისური ენის ცოდნა ძალიან მაღალ , რაც ალბათ უპირველესი აუცილებლობაა, თუმცა წლების განმავლობაში ამ კონკურსში რთულია იპოვოთ ისეთი ახალგაზრდა, რომლის ინგლისურიც არ შეესაბამებოდა კონკურსის მოთხოვნებს. მეტიც, ძალიან რთულია იმის მიხვედრა, რომ ბევრი მონაწილისთვის ინგლისური მშობლიური ენა არ არის. ასევე, მონაწილე უნდა იყოს ძალიან დამაჯერებელი. მნიშვნელოვანია ჰქონდეს თვითრწმენაიმისა, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს!“ — განმარტავს თეიმურაზ კორკოტაშვილი.

აღნიშნული თვისებების გაუმჯობესებაში დიდ როლს თამაშობს კონკურსის ფარგლებში ექსპერტებისა და ამ კონკურსის წინა წლებში გამარჯვებული სპიკერების მიერ გამართული ტრენინგები და კონსულტაციები. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსის გამარჯვებულები ლონდონში დამატებით ტრენინგებსა და კონსულტაციებს გადიან, რომელსაც საერთაშორისო გამოცდილი ექსპერტები უძღვებიან.

“განათლების სფეროს წარმატება ნებისმიერი ქვეყნის სწორი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია. ამ მიმართულებით, არც საქართველოა გამონაკლისი. საჯარო მეტყველების კონკურსი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ წლების განმავლობაში რამდენ გამორჩეულ ახალგაზრდას მოუყარა თავი, კიდევ უფრო დაეხმარა განვითარებაში და შემდგომში, სხვადასხვა სფეროში. წარმატებულ და შემდგარ პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.

მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და საქართველოს ბანკის ხედვა და მთავარი ორიენტირი — აღმოვაჩინოთ და ხელი შევუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, ერთმანეთთან თანხვედრაშია. სწორედ ჩვენი სპონსორის დამსახურებაა ამ კონკურსის ასეთ მასშტაბებამდე მიღწევა, ვინაიდან, მონაწილეები გვყავს, როგორც თბილისიდან, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია, მიიღოს მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში 5 დღით გაემგზავროს ლონდონში საერთაშორისო ფინალში მონაწილეობისთვის.“

საჯარო მეტყველების კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.