ხშირად გვგონია, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავები ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სამყაროს ეკუთვნიან, თუმცა, ხშირად მათ შორის ოჯახური კავშირები არსებობს. ზოგიერთი მსახიობი ერთმანეთის პირდაპირი ნათესავია, ზოგიც — შორეული, თუმცა ფაქტი ერთია: ჰოლივუდი ერთ დიდ ოჯახს ჰგავს.

გთავაზობთ იმ მსახიობების ჩამონათვალს, რომელთა ნათესაობის შესახებ, ალბათ, არც კი გსმენიათ:

1. ჯულია რობერტსი და ემა რობერტსი

ფოტო: Vanity Fair

არ მოგესმათ — "ჰოლივუდის ლამაზმანი", ჯულია რობერტსი, ემა რობერტსის მამიდაა.

2. ლილი კოლინზი და ფილ კოლინზი

ფოტო: Getty Images

"ემილი პარიზიდან" ლეგენდარული მომღერლის, ფილ კოლინზის შვილია.

3. დაკოტა ჯონსონი და მელანი გრიფიტი

ფოტო: Getty Images

გრეის ორმოცდაათი ელფერის ვარსკვლავი დაკოტა ჯონსონი ჰოლივუდში გაიზარდა — მისი დედა თვით მელანი გრიფითია.

4. სტენლი ტუჩი და ემილი ბლანტი

ფოტო: Vanity Fair

ბევრმა არ იცის, მაგრამ სტენლი ტუჩი ემილი ბლანტის სიძეა — ის მისი დის, ფელისიტის ქმარია.

5. დოლი პარტონი და მაილი საირუსი

ფოტო: Getty Images

ამერიკული მუსიკის ერთ-ერთი ლეგენდა, ცეცხლოვანი დოლი პარტონი მაილი საირუსის ნათლიაა.

6. ენდი მაკდაუელი და მარგარეტ ქუეილი

ფოტო: Getty Images

მარგარეტ ქუეილი, რომელმაც ბოლო წლებში ჰოლივუდში გამორჩეული როლების შესრულებით სახელი გაითქვა, ჰოლივუდში ენდი მაკდაუელის შვილია.

7. ნიკოლას ქეიჯი და ფრენსის ფორდ კოპოლა

ფოტო: Getty Images

ნიკოლას ქეიჯი კინოსამყაროს საკულტო რეჟისორის, "ნათლიას" ავტორის, ფრენსის ფორდ კოპოლას ძმისშვილია.

8. ჯონ ვოიტი და ანჯელინა ჯოლი

ფოტო: Pinterest

ანჯელინა ჯოლი ჯონ ვოიტის, ოსკარის მფლობელი მსახიობის შვილია.

9. მაია ჰოუკი და უმა თურმანი

ფოტო: Getty Images

მაია ჰოუკი, მსახიობი, რომელმაც პოპულარობა Stranger Things-ში შესრულებული როლით მოიპოვა, უმა თურმანისა და ითენ ჰოუკის შვილია.

10. ლილი როუზ დეპი და ჯონი დეპი

ფოტო: British Vogue

ჰოლივუდის ახალი სახე, ლილი როუზ დეპი, რომელიც ახლახან ნოსფერატუში ვიხილეთ, ჯონი დეპისა და ვანესა პარადის შვილია.