H&M სოციალურ ქსელებში მოდელების ციფრულ კლონებს გამოიყენებს

ფოტო: Getty Images
სწრაფი მოდის კომპანია H&M მოდელების ციფრული "ტყუპების" შესაქმნელად და სოციალურ მედიის რეკლამაში გამოსაყენებლად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, AI-ით შექმნილი მოდელების ასლებს რეალური ადამიანების ნაცვლად გამოიყენებენ სოციალურ მედიაში განსათავსებელი პოსტებისა და სხვა მარკეტინგული აქტივობებისათვის.
"გვინდა, აღმოვაჩინოთ ახალი, შემოქმედებითი გზები ჩვენი ტანსაცმლის საჩვენებლად და გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიის უპირატესობები," — თქვა კომპანიის კრეატიულმა დირექტორმა, იურგენ ანდერსონმა განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ H&M-ს თქმით, მათი პოზიცია და "ადამიანის ცენტრში მოქცევის" პრაქტიკა ახალი მიდგომით არ შეიცვლება, მათი მომხმარებლის ნაწილი შიშობს, რომ ეს ინიციატივა სხვა მოდელებზე, ფოტოგრაფებსა და მაკიაჟის არტისტების დასაქმებაზე დიდ გავლენას იქონიებს.
მოდის გავლენიან გამოცემასთან, Business of Fashion-თან საუბრისას H&M-ის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მოდელები თავიანთ ციფრულ ასლებზე უფლებებს შეინარჩუნებენ და შეეძლებათ კომპანიისა და სხვა ბრენდების მიერ მათ გამოყენების კონტროლი. მოდელები კომპენსირებულები იქნებიან ყოველ ჯერზე, როცა მათ ციფრულ ვერსიებს კომპანია მარკეტინგისთვის გამოიყენებს.
ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტოები ძირითადად სოციალურ ქსელებში, ინსტაგრამსა და ტიკტოკზე განთავსდება და პოსტებზე მითითებული იქნება, რომ ისინი AI-ს პროდუქტია.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები