თეატრალური უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ სტუდენტური მოძრაობის 7 წევრს სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტა

ფოტო: ხალიბეგ მაგამედოვი
თეატრალური უნივერსიტეტის ერთ-ერთმა სტუდენტმა, ქეთი ჯავახიშვილმა პუბლიკასთან განაცხადა, რომ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტაზე შეტყობინება 7-მა სტუდენტმა მიიღო.
სტუდენტები წერენ, რომ სტუდენტის სტატუსი შეწყვეტის გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ეთიკის კომისიამ მიიღო, ამის შესახებ ინფორმაცია კი შეტყობინების სახით მიიღეს.
"როგორც თქვენთვის ცნობილია, გაიმართა ეთიკის კომისიის სხდომა, სადაც განხილული იყო სტუდენტების მხრიდან უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის საკითხი. გაცნობებთ, რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით, თქვენ შეგიწყდათ სტუდენტის სტატუსი", — წერია შეტყობინებაში, რომელიც სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან მიიღეს.
თეატრალური უნივერსიტეტის ეთიკის მუდმივმოქმედი კომისიის დებულების მიხედვით, კომისია შედგება შვიდი წევრისგან, რომლებიც გადანაწილებულნი არიან შემდეგი პრინციპით: უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, უნივერსიტეტის იურისტი, წარმომადგენელი დრამის ფაკულტეტიდან, წარმომადგენელი კინო-ტელე ფაკულტეტიდან, წარმომადგენელი სახელოვნებო მეცნიერებების, მედიისა და მენეჯმენტის ფაკულტეტიდან და წარმომადგენელი უნივერსიტეტის თვითმმართველობიდან.
NEWS.On.ge უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ჩვენს ზარს არ პასუხობენ.
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები