ელენე ხოშტარია

3 Sep. 2024, 18:20

"ქართულმა ოცნებამ მიზანს ვერ მიაღწია, მათ შორის, "რუსული კანონის" შემოტანით, რომ დაეხურა საქართველო, ევროკავშირს, ამერიკასა და ქართველ ხალხს შორის კედელი ამოეშენებინა. სურდათ, ჩვენს პარტნიორებს და მეგობრებს სურვილი დაეკარგათ აქ ჩამოსულიყვნენ და საქართველოს პერსპექტივაზე ესაუბრათ, თუმცა, ჩვენ ზუსტად საპირისპირო შედეგი მივიღეთ.

დღეს, საქართველო, ინსპირაციის წყაროა, სწორედ იმ ერთსულოვნებიდან და ბრძოლიდან გამომდინარე, რაც გაზაფხულის აქციებზე დაიწყო და რის გამოძახილსაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ვნახავთ. ქართველი ხალხის ბრძოლამ საქართველო შთაგონების წყარო გახადა, რომ ასე ვერ მოხდება ხალხი უბრალოდ აიძულო და რუსული დღის წესრიგი თავს მოახვიო.

ამერიკასა და ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობა, საქართველოს სუვერენიტეტის, ქვეყნის განვითარებისა და სიძლიერის უმნიშვნელოვანესი წყაროა. პრეზიდენტმა ძალიან კარგად თქვა, რომ მმართველმა პარტიამ სწორედ მათ გამოუცხადა ომი. თუმცა, აბსოლუტურად საპირისპირო სურათი — გამთლიანებული, მოტივირებული, ევროპული, თავისუფალი, თვითორგანიზებული ქართული საზოგადოება და ოპოზიციური სპექტრი მიიღო, რომელიც არჩევნებისთვის მზადაა". 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სომხური წარმოშობის რუსი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი სომხეთში დააკავეს
  2. 11 მლნ ლარამდე თანხის დაუფლების ფაქტზე 2 პირი დააკავეს
  3. სეს-მა შაურმაში სალმონელა აღმოაჩინა — "სთრით ფუდ 125-ს" საწარმოო პროცესი შეუჩერა
  4. ანტვერპენში ავტობუსში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 38 წლის ქართველი კაცი დააკავეს
  5. ირანმა ისრაელში ბალისტიკური რაკეტა საავადმყოფოს ესროლა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კობახიძის თქმით, კერძო კლინიკებს სუბოქსინით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება აეკრძალება

ოცნების პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, იკრძალება ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების…

OSZAR »