დიმიტრი ხუნდაძე

16 Sep. 2022, 15:57

ელჩის გულწრფელობა კი არ გავზომეთ, "შემოგვეზომა". ოპოზიციის განსხვავებულ აზრს პატივს ვცემო და ჩვენი განსხვავებული აზრი, არა თუ არ მოეწონა, თავდასხმად აღიქვა. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა აშშ ჩართული ევროპარლამენტის მიერ სანქციების შემუშავების პროცესში, კელი დეგნანი პასუხობს, რომ მას არ სურს ევროკავშირის სახელით საუბარი. არადა, გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ რეზოლუცია ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავეს, სადაც ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობაზე იყო საუბარი. ეს მაშინ ხდება, როდესაც ორი თვით ადრე, ამერიკის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი უდიდეს ქველმოქმედად მოიხსენია.

ვეკითხებოდით, შეხვდი თუ არა ბიძინასო და დიდად იუარა, არადა, თურმე შეხვდა და დაგვიმალა, თუ რატომ, მაინც არ გვითხრა. იმალება ის, რაც დასამალია. არ გვითხრა და ნუ გვეტყვის. მთავარია ჩვენ ვამბობთ სათქმელს, რომელიც საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა აქამდე არ იცოდა, ახლა კი იცის.

დღეს ყველაზე ახლოს არის საზოგადოება იმასთან, ჩვენი თავი ჩვენადვე რომ უნდა გვეყუდნოდეს და არა უკვე ნანახ საბჭოთა ან ჯერ არნახულ ამერიკულ მორჩილებასთან. ჩვენი დროშა ყველას უნდა გვერჩივნოს! ჩვენ აუცილებლად გავხდებით რეალურად დამოუკიდებელი, ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო! დიდება ჩვენს გმირებს! დიდება საქართველოს!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. თამთა მელაშვილი: მზიას მხრიდან სილის გაწვნა იყო შეურაცხყოფაზე რეაქცია
  2. თეა წულუკიანი: "ელჩი ფიშერი არ იძლევა ამ ქვეყანაში ხმას, ხმას იძლევა ქართველი გლეხი"
  3. "ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებაზე სათანადო რეაგირებას მოახდენენ" — მარია ზახაროვა ერეკლე გეწაძის პერფორმანსზე
  4. დაკავებამდე ერთი დღით ადრე, The Guardian-მა გიორგი ბაჩიაშვილთან ინტერვიუ გამოაქვეყნა — რას წერს ბრიტანული გამოცემა?
  5. პუტინის თქმით, რუსეთმა უცხოური ტექნოლოგიური კომპანიები უნდა "მოგუდოს"

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

The Guardian: ბაჩიაშვილი აბუ-დაბიში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის 8 წევრმა დააკავა, რის შემდეგაც საქართველოში გამოუშვეს

The Guardian "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის აბუ-დაბიში დაკავების დეტალებზე სტატიას…

OSZAR »