"ტრამპის მილოცვის შემდეგ ეს განცხადება ცოტა არ იყოს უცნაურია"— შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე

"პრეზიდენტ ტრამპის მილოცვის შემდეგ, [საელჩოს] ეს განცხადება ცოტა არ იყოს უცნაურია", — ამის შესახებ ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, რომლის მიხედვითაც "ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა".
"მისასალმებელია ის მილოცვის წერილი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპისგან საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მისამართით იქნა გაგზავნილი და მილოცვასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შინაარსი, რომელიც ჩადებული იყო ამ მილოცვაში. აქ ხაზგასმული იყო საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. ზუსტად ეს არის რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ეს არის ვფიქრობ, კარგი სიგნალი.
რაც შეეხება საელჩოს დღევანდელ პოსტს, რომელიც Facebook-ზე ვიხილეთ, პრეზიდენტ ტრამპის მილოცვის შემდეგ, ეს განცხადება ცოტა არ იყოს უცნაურია. როგორც თავად საუბრობენ, რამდენიმე დღის წინანდელი ამბავია და მაინცდამაინც ტრამპის მილოცვის შემდეგ, მეორე დღეს ამ საკითხს მოაყოლეს ეს განცხადება. სიმართლე გითხრათ, რა მიზანი ჰქონდა ამ განცხადებას, არ ვიცი.
პრეზიდენტ ტრამპის გაცხადებული მიზნები რაც არის, ეს მიზნები სრულად ემთხვევა იმ ხედვას, რომელიც გვაქვს და ეს მისი გაცხადებული მიზნები იწყება აშშ-ში "დიფ სთეითის" დამარცხების მიზნიდან. ეს არის მისი პირველი მიზანი, რომელიც მან მთავარ ამოცანად დაისახა და მათ შორის, მისი წარმატების საზომადაც დაისახა. ჩვენ მისი მხოლოდ გულშემატკივარი ვართ. ვიცით, რომ რაც უფრო მეტად შესუსტება "დიფ სთიეთი", მით უფრო გაძლიერდება საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობა. "დიფ სთეითის" შესუსტება პირდაპირპროპორციული იქნება საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაუმჯობესებასთან და პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ, ვფიქრობ, რომ არის ამის ერთ-ერთი კარგი სიგნალი", —განაცხადა პაპუაშვილმა.
ცოტა ხნის წინ, საელჩოს განცხადებას ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, წინა ადმინისტრაციის დროიდან მოყოლებული, ამერიკულმა მხარემ დაუწესა ჯერ "არაფორმალური და შემდეგ, ფორმალური სანქციები" და ამგვარი პირადი შანტაჟის ფონზე მისთვის ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიაჩნია.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები