The Summer I Turned Pretty-ის ახალ სეზონამდე 1 თვე რჩება — რა ვიცით

ფოტო: Prime Video
ჩაალაგეთ ჩანთები და გაემზადეთ Cousins Beach-ზე ბოლოჯერ გასამგზავრებლად — ივლისში ყველასთვის საყვარელი The Summer I Turned Pretty მესამე და ბოლო სეზონით ბრუნდება.
სერიალი, რომელიც დაფუძნებულია ჯენი ჰანის ბესტსელერი წიგნების ტრილოგიაზე, გვიყვება სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ — იზაბელ "ბელი" კონკლინსა და ძმებს — კონრად და ჯერემაია ფიშერებს შორის.
ჰანმა, რომელიც წიგნებთან ერთად სერიალის შემოქმედიცაა, Entertainment Weekly-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მესამე სეზონში ყველა პერსონაჟს მოუწევს სირთულეებთან გამკლავება: "ყველას ძალიან ემოციური სცენები ჰქონდა, რომლებსაც მსახიობებმა შესანიშნავად გაართვეს თავი. მათი მომზადების დონემ და ინტენსივობამ აღმაფრთოვანა."
რა მოხდა წინა სეზონში?

ფოტო: Prime Video
მეორე სეზონში მაყურებლებმა ბელის მოგონებების საშუალებით იხილეს, რა მოხდა გასული წლის განმავლობაში: სუზანა სიმსივნესთან ბრძოლაში დამარცხდა, კონრადი და ბელი დაშორდნენ. ხოლო ჯერემაია და ბელი, რომლებსაც მთლად კარგი ურთიერთობა აღარ ჰქონდათ, ისევ დაახლოვდნენ მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ კონრადი კოლეჯიდან გადაიკარგა. ისინი კონრადს Cousins Beach-ზე იპოვიან, სადაც ცდილობდა სანაპიროს სახლი გაყიდვისგან გადაერჩინა. ჯერემაია და კონრადი საბოლოოდ ახერხებენ, რომ შეინარჩუნონ სახლი, რომელიც მათი გარდაცვლილი დედის მოგონებებით იყო სავსე.
რაც შეეხება ბელის, მისი და ჯერემაიას ურთიერთობა განახლდება, თუმცა ყველაფერი მაშინ რთულდება, როცა კონრადი აღიარებს, რომ მის მიმართ ისევ აქვს გრძნობები. საბოლოოდ ბელი ჯერემაიასთან ყოფნას ირჩევს. სეზონის ბოლოს კი იწყებს იმ დეპრესიისგან განკურნებას, რომელიც სუზანას გარდაცვალების შემდეგ, თვეების განმავლობაში ტანჯავდა.

ბელი და ჯერემაია
ფოტო: Prime Video
რას უნდა ველოდოთ მესამე სეზონში?
მეორე სეზონის ბედნიერი დასასრულის მიუხედავად, ჰანი ინტერვიუში მიგვანიშნებს, რომ მესამე სეზონში ჯერემაიასა და ბელის რომანი არც ისეთი სრულყოფილია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს:
წარმატებული სასიყვარულო სამკუთხედი ისაა, რის გამოც, რაც არ უნდა მოხდეს, ხალხი განადგურებული და გულგატეხილი დარჩება
"რადგან თუ პასუხი მარტივი და ნათელია, მაშინ რეალური წინააღმდეგობა არ არსებობს. რაც არ უნდა გააკეთო, ვიღაცას გული მაინც უნდა ატკინო".

ფოტო: Prime Video
11 ივნისს Prime Video-მ The Summer I Turned Pretty-ს მესამე სეზონის ტრეილერი გამოუშვა:
ტრეილერში ტეილორ სვიფტის სიმღერების ფონზე ვუყურებთ შეყვარებულ ბელისა და ჯერემაიას, კონრადთან ურთიერთობა კი უკანა ფონზეა გადაწეული (ჯერ-ჯერობით). ბელი ამბობს:
პირველი სიყვარული მნიშვნელოვანია, მაგრამ არა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც უკანასკნელი სიყვარული
ტრეილერის საკვანძო მომენტი 0:51 წუთზეა, როცა ბელი ოჯახურ ვახშამზე აცხადებს, რომ ის და ჯერემაია ქორწინდებიან. ეს ამბავი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდება — ბელის დედისა და ძმისთვისაც და თავად კონრადისთვისაც. ვიდეოში ვხედავთ, რომ ამის შემდეგ ბელი ყოყმანს იწყებს ქორწილთან დაკავშირებით, რადგან შეყვარებულებს არც ერთი დედის მხარდაჭერა არ აქვთ, თუმცა ჯერემაია მას ჰპირდება, რომ გამოსავალს იპოვიან.
თუმცა, ბელი ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან კონრადთან დაკავშირებული მოგონებები ახსენდება. კონრადთან, რომელსაც ამჟამად ყველაფერი დალაგებული აქვს — ცხოვრობს კალიფორნიაში და იწყობს ექიმის კარიერას. მანქანით მგზავრობისას ის ბელის ეუბნება, რომ ძალიან შეიცვალა.

ბელი და კონრადი
ფოტო: Prime Video
მაგრამ ბელის საუკეთესო მეგობარი — ტეილორი, ჩანს, რომ არ ემხრობა მის კონრადთან დაახლოებას: "რის მოხდენას ელოდები? გგონია, რომ მასთან ერთად მანქანით მზის ჩასვლისკენ გაემართები? მთელ თავის ცხოვრებას გაანადგურებს, რადგან უცბად გაგახსენდა, რომ არსებობს?", ეუბნება კონრადს.
როგორც ჩანს, ჯერემაია ხვდება, რომ ბელისა და კონრადს ჯერ კიდევ აქვთ ერთმანეთის მიმართ გრძნობები. ამის მანიშნებელია ჯერემაიას მიერ კონრადისთვის სახეში დარტყმა და სიტყვები — "ვხედავ, როგორც გიყურებს". თუმცა ბელი არწმუნებს, რომ კონრადი არაფერს ნიშნავს მისთვის: "ეს მე და შენ ვართ".
თუმცა, უნდა გვჯეროდეს მისი? თუ კონრადთან ერთად ყოფნაა ბელის ბედისწერა?
როდის გამოდის ახალი სეზონი?

ფოტო: Prime Vide
მესამე სეზონის პრემიერა 2025 წლის 16 ივლისსაა დაგეგმილი.
პირველ სეზონში ყველა ეპიზოდი ერთდროულად გამოვიდა. თუმცა, მესამე სეზონში, მეორეს მსგავსად, კვირაში ერთ ახალ სერიას ვიხილავთ.
რომელი ახალი მსახიობები უერთდებიან სერიალს ამ სეზონში?
Prime Video-მ ახლახან გამოაცხადა, რომ მესამე სეზონში ქასთს ახალი მსახიობები შეუერთდებიან. იზაბელა ბრიგსი და კრისტენ კანოლი სერიალს მუდმივ მსახიობებად დაემატებიან. Deadline-ის ცნობით, მსახიობებს ასევე შეუერთდებიან სოფია ბრაიანტი, ლილი დონოჰიუ, ზოი დე გრან’მეზონი, ემა იშტა და ტანერ ზაგარინო.

Kristen Connolly

Isabella Briggs
რაზე იქნება სერიალის მესამე სეზონი?
The Summer I Turned Pretty-ს მესამე სეზონი ეფუძნება ტრილოგიის მესამე და ფინალურ წიგნს — ჩვენ ყოველთვის გვექნება ზაფხული, რომელიც 2011 წელს გამოვიდა.
ეს ამ სერიალის ყველაზე გრძელი სეზონი იქნება, 11 ეპიზოდით. ასევე გველის ორწლიანი ნახტომი დროში — ბელი კოლეჯის მესამე კურსზე იქნება.
რამდენად ახლოს მიჰყვება სერიალი ჯენი ჰანის წიგნს?

კონრადი და ჯერემაია
ფოტო: Prime Video
2024 წლის ინტერვიუში ჟურნალ People-თან, სერიალის ქასთმა თქვა, რომ მესამე სეზონი რომანს მაქსიმალურად დაეფუძნება.
ამავდროულად, ჰანმა თქვა, რომ ის თავდაპირველად "ღია გონებით შევიდა შოუში" და მზად იყო "ახალი ისტორიების საცდელად", მაგრამ ისე, რომ წიგნის ფანებისთვისაც პატივი ეცა.
"ჩემთვის, შოუში სახალისო ისაა, რომ ვუყურო და გამოვცადო ისე, რომ არ ვიყო დასასრულში დარწმუნებული. როცა ფილმის საყურებლად მივდივარ, ტკივილიც და სიამოვნებაც ისაა, რომ არ მინდა დასასრულის ცოდნა. მინდა, რომ გაკვირვებული ვიყო და ვიმოგზაურო პერსონაჟებთან ერთად, მოუხედავად იმისა, რომ ამის გამო ყურებისას შფოთვა მაქვს".

ფოტო: Prime Video
Prime Video ახალი სეზონისთვის გვამზადებს:
ზაფხული აღარასდროს იქნება იგივე
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები