ისრაელის პრეზიდენტი: ძალიან სევდიანი და რთული დილაა

ფოტო: IPN
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი ირანის მიერ ისრაელის ცენტრალურ და ჩრდილოეთ რეგიონებზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ განცხადებას ავრცელებს.
"ძალიან სევდიანი და რთული დილაა",— წერს ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი სოციალურ ქსელ X-ზე.
ჰერცოგის თქმით, ამ "კრიმინალურმა ირანულმა თავდასხმებმა“ იმსხვერპლა და დააზიანა როგორც ებრაელები, ასევე არაბები, ისრაელის მოქალაქეები და ახალი იმიგრანტები, მათ შორის ბავშვები, ხანდაზმულები, ქალები და მამაკაცები.
"ვიზიარებ ოჯახების მძიმე გლოვას და ვგლოვობ ამ საშინელ დანაკარგს. ვლოცულობ დაშავებულთა გამოჯანმრთელებისთვის და დაკარგულთა პოვნისთვის. ერთად ვიგლოვებთ. ერთად დავძლევთ ამ ყველაფერს,"— დაწერა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის უპრეცედენტო გამწვავების ფონზე, ისრაელმა პარასკევს, გამთენიისას, მასშტაბური სამხედრო იერიში მიიტანა ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე. საჰაერო შეტევები, რომელიც ირანის წინააღმდეგ განხორციელებული ყველაზე ინტენსიური იერიში იყო ისრაელის თანამედროვე ისტორიაში, ძირითადად მიმართული იყო ბირთვულ ობიექტებზე, სარაკეტო ბაზებსა და ირანის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობაზე.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები