პაველ ჰერჩინსკი: წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს მსჯელობა შესაძლო ნაბიჯებზე, მათ შორის ერთ-ერთი იდეა უვიზო მიმოსვლის შეჩერებაა

ფოტო: European Union in Georgia
"წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს მსჯელობა შესაძლო ნაბიჯებზე, მათ შორის ერთ-ერთი იდეა არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება," — ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ოცნების მთავრობის ქმედებები ქვეყანას ევროპისგან აშორებს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს არ სურთ საქართველოს მოქალაქეებმა გადაიხადონ ფასი ოცნების ხელისუფლების გამო.
"უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოსა და ევროპულ კავშირს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა, ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროპის ქვეყნებში, ასევე შევთავაზეთ თავისუფალი ვაჭრობის სივრცე. 3 წლის წინ საქართველომ ოფიციალურად გააკეთა განაცხადი კანდიდატის სტატუსზე და 2022 წელს ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა სამწუხაროდ ბოლო წლის განმავლობაში ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაში არ არის ვითარება სახარბიელო, მე ძალიან ღიად ვეუბნებოდი ქართველებს, რომ ურთიერთობა ახლა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და მიმდინარეობს სერიოზული განხილვა იმაზე, თუ როგორ უნდა იმოქმედოს ევროკავშირმა იმ ქმედებების, გადაწყვეტილებებისა და კანონების პასუხად, რასაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, რაც ქვეყანას ევროპიდან აშორებს.
დღეს დგას კითხვა, იმსახურებს თუ არა საქართველო კვლავ იმ განსაკუთრებულ ურთიერთობას, რაც მას დღემდე გააჩნდა ევროკავშირთან. წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს მსჯელობა შესაძლო ნაბიჯებზე, მათ შორის ერთ-ერთი იდეა არის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. ამ გადაწყვეტილებისთვის საჭიროა წევრი ქვეყნების ორი მესამედის თანხმობა და ეს მსჯელობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. რაც ახლა ისმის არის ამ დისკუსიის მხოლოდ ერთი ხმა.
ამ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ განხორციელებულა და უნდა ითქვას, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია, ძალიან მარტივი მიზეზის გამო — არ სურთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გადაიხადონ ფასი იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო, სწორედ ამიტომ ჩვენ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ უვიზო მიმოსვლა შეეზღუდოს მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელთათვის და არა რიგითი მოქალაქეებისთვის, თუმცა მსჯელობა გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება მაინც წევრ სახელმწიფოებზე იქნება დამოკიდებული. ამ ეტაპზე გთხოვთ იყოთ დარწმუნებული, რომ საქართველოს მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ უვიზოდ მიმოსვლა ევროკავშირში. შეზღუდვა ეხებათ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს, დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს, რომლებიც ევროკავშირში შესასვლელად ვიზებს საჭიროებენ," — განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ (ტვ პირველის თარგმანი).
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები