მარიზი კობახიძე

მარიზი კობახიძე:

11 Jun. 2025, 13:16

"აღდგომა საპყრობილეში, ახალი წელი საპყრობილეში და დაბადების დღეც საპყრობილეში. იმედია, რომ შემდეგი დაბადების დღე ექნება გარეთ. თორნიკეს არ უყვარს დაბადების დღეები. არასოდეს გადაუხდია და ახლა ამბობს, რომ ყველაზე გრანდიოზული დაბადების დღე მექნება და ყველაზე ბევრი ხალხი მეყოლება სტუმრადო. ასე დაწერა წერილში.

არაფრის მოლოდინი არ მაქვს. ყველაზე ძალიან რისიც მეშინია და რის გამოც ახლავე ვნერვიულობ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მეუბნება შეეგუეო, ყველაზე მძიმე ჩემთვის იქნება ის დღე, როცა განაჩენს გამოიტანენ და იტყვიან, ალბათ, თორნიკეს რამდენი მიუსაჯეს და დანარჩენებსაც. აი, ამ დღის მე მეშინია პირადად."

განაცხადა სინდისის პატიმრის, თორნიკე კობახიძის დედამ დღეს გამართული სასამართლო პროცესის წინ.

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოში, აქციების დროს დაკავებული 8 პირის, ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, თორნიკე გოშაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, გიორგი გიორგაძისა და ინსაფ ალიევის პროცესი მიმდინარეობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სომხეთი საქართველოს გავლით ალკოჰოლური სასმელების გადამზიდი სომხური სატვირთოების გადაადგილების ტემპით უკმაყოფილოა
  2. რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი?
  3. ქართული წარმოშობის ბლეიზ მეტრეველი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელად დაინიშნა
  4. ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო ეკა მიშველაძე 4 000 ლარით დააჯარიმეს
  5. ისრაელში რეზერვისტები ქვეყნის მასშტაბით განლაგდნენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ბაია პატარაია: "საფარის" არქივის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია, რომ ხელში არავის ჩაუვარდეს ეს სენსიტიური ინფორმაცია

"საფარის" ხელმძღვანელის და უფლებადამცველის ბაია პატარაიას განცხადებით, ოცნების "ანტიკორუფციულმა ბიურომ" მათი დაცვის…

OSZAR »