უკრაინამ და აშშ-მ მინერალების შეთანხმებას ხელი მოაწერეს — რაზე შეთანხმდნენ აშშ და უკრაინა?

ფოტო: The New York Times
შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის ბუნებრივი რესურსების, მათ შორის ნავთობის, გაზისა და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების განვითარების მიზნით ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ. დოკუმენტი უზრუნველყოფს მხარეთა თანაბარ მონაწილეობას ფონდის მართვაში, რომელიც შეივსება ახალი სამთო ლიცენზიებით, ხოლო წიაღისა და რესურსების კონტროლი კიევს რჩება. პროექტებიდან მიღებული შემოსავლები დაგეგმილია უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის, საგადასახადო ტვირთის გარეშე. გარიგება ფორმალიზებულია, როგორც ეკონომიკური პარტნიორობა, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიან თანამშრომლობასა და სტაბილიზაციას.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და უკრაინის ეკონომიკის მინისტრის იულია სვირიდენკო.
ფოტო: Meta
"ჩვენ დავდეთ შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჩვენი ფული უსაფრთხოდ იქნება და შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა და გავაკეთოთ ის, რაც უნდა გავაკეთოთ", — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, შეთანხმება უკრაინული მხარისთვისაც სარგებლის მომტანი იქნება, რადგან უკრაინის ტერიტორიაზე ამერიკელების ყოფნა "ბევრ ბოროტმოქმედს ქვეყნიდან შორს დაიჭერს".
"ეს მათთვისაც კარგია, რადგან გათხრების ადგილზე ამერიკელების ყოფნა ბევრ ბოროტმოქმედს ქვეყნიდან, უფრო სწორად, იმ ტერიტორიიდან შორს დაიჭერს, სადაც ჩვენ გათხრებს ვაწარმოებთ", — თქვა აშშ-ის პრეზიდენტი.
მისი თქმით, აშშ-ს შეუძლია შეთანხმებიდან „350 მილიარდ დოლარზე გაცილებით მეტი“ მიიღოს. ტრამპი მიიჩნევს, რომ მისმა წინამორბედმა, ჯო ბაიდენმა, ეს თანხა კიევის ხელისუფლებას ფინანსური ტრანშების და იარაღის მიწოდების სახით გადაურიცხა.
"პრეზიდენტ ტრამპის დაუღალავი ძალისხმევის წყალობით, რომელიც მიმართულია ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, მოხარული ვარ, გამოვაცხადო დღევანდელი ისტორიული ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის, რომელიც ქმნის აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდს", — განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
მისივე თქმით, "შეთანხმება რუსეთს მკაფიო სიგნალს უგზავნის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესისა, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზეა ორიენტირებული".
შეთანხმების დეტალები:
უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არსებული ყველა რესურსი კიევის საკუთრებაში იქნება და კონტროლს დაექვემდებარება, ხოლო ფონდს შეთანხმების ფარგლებში აშშ და უკრაინა ერთობლივად მართავენ.
სვირიდენკომ ჩამოთვალა შეთანხმების ძირითადი პუნქტები:
- ყველა ბუნებრივი რესურსი უკრაინის საკუთრება და კონტროლი რჩება.
- უკრაინა და შეერთებული შტატები თანაბარ საინვესტიციო ფონდს ქმნიან. არცერთ მხარეს არ აქვს შეღავათიანი ხმის მიცემის უფლება; მმართველობა ერთობლივად ხორციელდება.
- ფონდი დაფინანსდება ახალი ლიცენზიებით: ნავთობისა და გაზის წარმოების პროექტებიდან მიღებული შემოსავლის 50%.
- შეთანხმება მხოლოდ უკრაინის ბიუჯეტის კანონმდებლობაში კონკრეტულ ცვლილებებს ითვალისწინებს.
- სახელმწიფო საკუთრების სტრუქტურა და პრივატიზაციის მექანიზმები შენარჩუნებულია. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიები, როგორიცაა "უკრნაფტა" და "ენერგოატომი", სახელმწიფო კონტროლის ქვეშ რჩებიან.
- შეთანხმება არ ითვალისწინებს უკრაინის ვალის ვალდებულებებს შეერთებული შტატების წინაშე. ტრამპმა ადრე მოითხოვა, რომ უკრაინამ რესურსებით გადაეხადა წარსულში იარაღის მიწოდებისთვის.
- შეერთებული შტატები აპირებს ხელი შეუწყოს უცხოური ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების მოზიდვას.
- ფონდში შემოსავალი და შენატანები არ იბეგრება არც შეერთებულ შტატებში და არც უკრაინაში.
სვირიდენკომ განაცხადა, რომ ფონდის მოგების განაწილება პირველი 10 წლის განმავლობაში არ არის მოსალოდნელი. შესაძლოა, ეს თანხები უკრაინაში აღდგენითი და ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად იქნას გამოყენებული.
შეთანხმება რთული მოლაპარაკებების შედეგი იყო, რომელიც 2025 წლის თებერვალში დონალდ ტრამპის ინიციატივით დაიწყო.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები