Stranger Things-ის სტივის თქმით, ბოლო სეზონის გადაღება ტკბილ-მწარე გამოცდილებაა

Stranger Things-ის ვარსკვლავი ჯო კირისთვის, რომელიც შოუში სტივ ჰარინგტონის როლს ასრულებს, შოუს დასრულება ტკბილ-მწარე გრძნობაა. ამჟამად გულშემატკივრები ნეტფლიქსის ცნობილი სერიალის ბოლო, მეხუთე სეზონს ელიან.
კირი უცნაურ ამბებში მონაწილეობას "საოცარ თავგადასავალს" უწოდებს და ამბობს, რომ უნდა, ფინალური სეზონის გადაღებებით მაქსიმალურად დატკბეს და თითოეული მომენტი დააფასოს.
"ვიცი, რომ უკვე დროა, თუმცა დასასრული მარტივი არ იქნება. იმას ვგულისხმობ, რომ მთელ ჩემს კარიერას ამ შოუს ვუმადლი და ყველა შესაძლებლობა, რომელიც მომეცა, სწორედ ამ სერიალის დამსახურებაა, ამიტომ ჩემთვის მისი დამთავრება რთულია. ჩემი ნაწილი შვებას გრძნობს, ნაწილი კი, სევდას", — აღნიშნავს მსახიობი.
შოუს ფინალურ სეზონზე მილი ბობი ბრაუნმაც ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების ახალი ეტაპისთვის მზადაა.
"ეს სერიალი ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იყო, თუმცა მისი დასასრული სკოლის დამთავრებას ჰგავს. მადლიერი ხარ დროისთვის, რომელიც იქ გაატარე, მაგრამ დროა, წახვიდე და შენი ცხოვრებით იცხოვრო", — ამბობს ვარსკვლავი.
უცნაური ამბები ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. სერიალის ბოლო სეზონის გადაღებები ამჟამად გაფიცვის გამო დროებით შეჩერებულია. სერიალის შემქმნელებმა, მეთ და როს დაფერებმა განაცხადეს, რომ Stranger Things-ის გაგრძელება სცენარისტების გაფიცვის გამო შეუძლებელია.
ამერიკის სცენარისტთა გილდიის გაფიცვა აშშ-ში 2 მაისს დაიწყო. გაფიცულების მთავარი მოთხოვნა შრომითი უფლებების გაუმჯობესებაა.
იხილეთ ასევე:
- ნეტფლიქსი Stranger Things-ის ანიმაციურ სერიალს გამოუშვებს
- Stranger Things-ის ედის შესახებ წიგნი გამოვა
- 15 რამ, რაც Stranger Things-ის ბოლო სეზონის შესახებ ვიცით
- ტესტი: Stranger Things-ის რომელი პერსონაჟი ხარ?
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები