საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ექნება ურყევი მხარდაჭერა დანიის მხრიდან ევროპულ გზაზე.

როგორც მეხუთე პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპა გვერდით უნდა დაუდგეს მათ, ვინც მის ღირებულებებს იცავს.

"ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას. ჩვენ იმედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის საქართველოს ევროპულ გზაზე, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გზაზე.

ევროპა გვერდით უნდა დაუდგეს მათ, ვინც მის ღირებულებებს იცავს" — წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.

შეგახსენებთ, დანიამ ოფიციალურად გადაიბარა ევროკავშირის საბჭოს 6-თვიანი როტაციული თავმჯდომარეობა ორი მთავარი პრიორიტეტით: უსაფრთხოება და კონკურენტუნარიანობა. ქვეყანამ პოლონეთისგან მემკვიდრეობით მიიღო "პატიოსანი შუამავლის" ტიტული: მთავარი არბიტრი სხვა 26 წევრ სახელმწიფოს შორის, რომელიც ახერხებს რთულ და დაძაბულ დებატებს, ადგენს დამღლელ კომპრომისებს და პირისპირ ზის ევროპარლამენტთან კანონმდებლობაზე მოლაპარაკებების გასამართად.

ცნობისთვის, დანიელებისთვის ეს მერვე შემთხვევაა, როდესაც ისინი როტაციულ თავმჯდომარეობას იკავებენ.

ასევე იხილეთ: