გაუპატიურება, კასტრაცია — კუნძულ ზმეინის მცველი რუსეთის ტყვეობაში გატარებულ დღეებს იხსენებს

ფოტო: რადიო თავისუფლება
უკრაინელი საზღვაო ქვეითი, ვლადისლავ ზადორინი, რომელმაც 679 დღე გაატარა რუსულ ტყვეობაში, რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან რუსეთის ტყვეობაში გატარებულ დღეებს იხსენებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე კუნძული ზმეინი ცნობილი ფრაზით მოექცა ყურადღების ქვეშ.
ვლადისლავ ზადორინი კუნძულ ზმეინიზე არსებულ გარნიზონში მსახურობდა და სწორედ ერთ-ერთმა იქაურმა ჯარისკაცმა ომის პირველ დღეს რუსული ხომალდის მოწოდებას დანებებულიყვნენ, ამ ფრაზით უპასუხა: "რუსკი ვაენნი კარაბლ იდი ნა*უი" (რუსულო სამხედრო ხომალდო, წადი **ეზე).
უკრაინული გამოცემა წერს, რომ ამის შემდეგ ის, 80 თანამებრძოლთან ერთად, რუსეთის ტყვეობაში აღმოჩნდა. რუსულ ციხეებში მოხვედრის შემდეგ, ზმეინის დამცველები განსაკუთრებით სასტიკი შეურაცხყოფის მსხვერპლნი გახდნენ.
ზადორინის თქმით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვის შემდეგ რუსები ის და მისი თანამებრძოლები ისე სცემეს, რომ ისინი "ბალიშებივით დაფრინავდნენ" დერეფანში. უკრაინელი ადვოკატი, რომელიც 2024 წლის იანვარში პატიმრების გაცვლის დროს სამშობლოში დაბრუნდა, რუსულ ციხეებს საკონცენტრაციო ბანაკებს ადარებს. მისი თქმით, დამცირებისა და ცემის გარდა, კუნძულ ზმეინიზე გაუპატიურებისა და კასტრაციის ბევრი შემთხვევა იყო.
ზადორინის თქმით, ტყვეებს ფაქტობრივად აშიმშილებდნენ, "დღეში სამ ნაჭერ შავ პურს გვაძლევდნენ, რომელშიც ნახერხი ან ქვიშა იყო შერეული". ამას გარდა, შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ ტყვეები თაგვებს, ტუალეტის ქაღალდს, სარეცხის საპონს, ლოკოკინებს და ჭიებს ჭამდნენ.
სამხედრო ტყვეების თქმით, სადამსჯელო ოპერაციის ერთ-ერთი უფროსი ვიტალი ვინოგრადოვი იყო. ის აკონტროლებდა პატიმრებს და იძლეოდა მითითებებს მათი ცემისა და შიმშილით წამების შესახებ. კიდევ ერთი ციხის ზედამხედველი ალექსეი ბარანოვი პატიმრებს საჭმელს ართმევდა და სცემდა. დილით და საღამოს ბარანოვი დადიოდა და მათ გრძელი რკინის ჯოხს 50-100-ჯერ ურტყამდა. კიდევ ერთი "მწამებელი" დიმიტრი ლოჟკინი პატიმრებზე ძაღლებს უშვებდა. მეოთხე, ვინც უკრაინელებს აწამებდა, ალექსეი ბაგლაია ამჟამად ციხის უფროსია, წერს უკრაინული გამოცემა.
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის 2025 წლის მარტში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, რუსი ჯარისკაცები სისტემატურად აწამებენ დატყვევებულ უკრაინელებს. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა დამცველებმა 2024 წელს ტყვეობაში მყოფი უკრაინელი ჯარისკაცების 109 სიკვდილით დასჯა დააფიქსირეს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები