ხელოვნურმა ინტელექტმა მკვდარი ზღვის გრაგნილები გაშიფრა

ფოტო: Getty Images
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია წაიკითხოს და გააანალიზოს ტექსტები უკიდურესი სიზუსტით, რასაც ადამიანები ვერ ახერხებენ. ეს ასევე ეხება მკვდარი ზღვის გრაგნილებს. AI-მ მათი ასაკი გამოავლინა.
დღეს ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია სწრაფად შეიმუშაოს მომაკვდინებელი ავტონომიური დრონები, ახალი სამკურნალო პრეპარატები და ძლიერი საწამლავებიც კი. ამასთან, ფართო საზოგადოებისთვის ის კვლავ ყველაზე მეტად ასოცირდება ენის მოდელებთან, რომელსაც სულ უფრო სწრაფად შეუძლია წაიკითხოს და გააანალიზოს ტექსტი.
მართალია ჯერ კიდევ აუცილებელია შედეგების გადამოწმება, მაგრამ სიჩქარე, რომლითაც ის მუშაობს, დღეს აბსოლუტურად მიუწვდომელია ადამიანებისთვის.
გრაგნილები ბიბლიაში
როდესაც მე-20 საუკუნის შუა რიცხვებში იუდეის უდაბნოში მწყემსებმა გრაგნილები იპოვეს, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მათ ხელში უმნიშვნელოვანესი ტექსტები მოხვდა.
შემდეგ საქმეში მეცნიერები ჩაერთნენ. ისინი ცდილობდნენ გრაგნილების საიდუმლოების ამოხსნას. ამისთვის იყენებდნენ აბუსალათინის ზეთს, თუმცა გრაგნილების ასაკის განსაზღვრა რთული იყო.
ნაშრომში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Plos One, მიმოხილულია ხელოვნური ინტელექტის (ენოქი) მიერ მიღებული კვლევის შედეგები.
გრონინგენის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეიმუშავეს ენოქის პროგრამა, რათა გააანალიზონ უძველესი ტექსტების ხელწერის სტილი და რადიონახშირბადული დათარიღებისა და პალეოგრაფიის კომბინაციით, მოგვაწოდეს მკვდარი ზღვის ცალკეული ხელნაწერების დათარიღების უფრო ზუსტი შეფასებები.
"ხელოვნური ინტელექტის თანახმად, გრაგნილთა უმეტესობა ძვ.წ. მეორე საუკუნის დასაწყისშია დაწერილი და ზოგჯერ ოდნავ უფრო ადრეც კი", — წერს Jerusalem Post აღმოჩენის შესახებ.
სტატიაში ხელოვნური ინტელექტი (ენოქი) მოიხსენიება, როგორც ინსტრუმენტი, რომელიც "შესაძლებელს ხდის ბიბლიის დამწერი ხელების კვალს გავყვეთ".
"კუმრანის ბიბლიური ხელნაწერები (ე.ი. მკვდარი ზღვის გრაგნილები), რომელიც შეიცავს ძველი აღთქმის ყველა წიგნის ფრაგმენტებს, გარდა ესთერის წიგნისა, წარმოადგენს ბიბლიურ უფრო ძველ მონაკვეთს, ვიდრე ადრე იყო ხელმისაწვდომი მეცნიერებისთვის", — აღნიშნეს მკვლევრებმა.
გრონინგენის უნივერსიტეტის არქეოლოგისა და კვლევის წამყვანი სპეციალისტის, მლადენ პოპოვიჩის თქმით, რადიონახშირბადული დათარიღება რთული მეთოდია (თქვენ უნდა აიღოთ ნიმუში შესასწავლი საგნიდან). ენოქს ეს არ სჭირდება. ხელოვნური ინტელექტმა გააანალიზა (უცნობი დათარიღების) 135 გრაგნილი. ისინი დაახლოებით სამი საუკუნის განმავლობაშია შექმნილი — ძვ.წ. 200 წლიდან ახ.წ. 100 წლამდე.
შედეგად გამოვლინდა, რომ გრაგნილები, სულ მცირე, მათი ნაწილი, აშკარად უფრო ძველია, ვიდრე ადრე ეგონათ. პრაქტიკაში, ეს ნიშნავს, რომ ბიბლიური ისტორიის შემსწავლელი მეცნიერებისთვის ახალი კარი იღება. მეცნიერები მსგავს კვლევებში ხელოვნური ინტელექტის უფრო აქტიურად გამოყენებას გეგმავენ.
კომენტარები