ქართული ოცნების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მარიხუანას და კანაფის შეძენაზე და შენახვაზე კანონს ამკაცრებს. კომიტეტმა ცვლილებებს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.

არჩილ გორდულაძეს განმარტებით, "მცენარე კანაფის 10-დან 155 გრამამდე, ნედლი მარიხუანას 10-დან 140 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას 5-დან 70 გრამამდე შეძენა და შენახვა 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გამოიწვევს".

  • მცენარე კანაფის 155-დან 750 გრამამდე, ნედლი მარიხუანას 140-დან 500 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას 70-დან 250 გრამამდე შეძენა/შენახვა — 5-დან 8 წლამდე პატიმრობა;

გორდულაძეს განცხადებით, "10 გრამამდე კანაფის, 10 გრამამდე ნედლი მარიხუანასა და 5 გრამამდე გამომშრალი მარიხუანას შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გადაგზავნა პირველ შემთხვევაზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს, ხოლო გამეორების შემთხვევაში კი სასჯელის სახედ ჯარიმა, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრება,".

რაც შეეხება კანაფის მოყვანასა და კულტივაციას, 155 გრამამდე მცენარე კანაფის მოყვანისთვის განისაზღვრება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან შინაპატიმრობა.

ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაც დაისჯება — 200-დან 400 საათამდე შრომით, შინაპატიმრობის ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 6 წლამდე.

გორდულაძემ ასევე დასძინა, რომ "კანონი მარიხუანას მოხმარებაზე არ მკაცრდება — კანონის გამკაცრება ამ ნარკოტიკული საშუალების შეძენას, შენახვას, მის კულტივაციასა და რეალიზაციას ეხება".