"კაცი ოქროს მაჯით" — ჯეიმს ჰარისონის ისტორია, რომლის სისხლმაც 2,6 მილიონი ბავშვი გადაარჩინა

ფოტო: Getty Images
ზოგჯერ გმირობის ამბები არ ხმაურდება.
ზოგი გმირი არ დგას კამერების წინ, არც მიკროფონში ამბობს შთამაგონებელ სიტყვებს. ზოგჯერ ყოველდღიური გმირები უბრალოდ ჩუმად სხედან სავარძელში და ხელის ერთი გაწვდენით გასცემენ სისხლს, რომელსაც უამრავი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
სწორედ ასეთ გმირად იქცა ჯეიმს ჰარისონი, ადამიანი, რომლის სისხლის პლაზმამაც ორ მილიონზე მეტი ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა. ჰარისონი ამას თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში აკეთებდა.
ჯეიმსი 14 წლის იყო, როცა გულმკერდის მძიმე ოპერაციის დროს სისხლის ტრანსფუზიამ გადაარჩინა. იმ დღეს მან საკუთარ თავზე გამოცადა, რას ნიშნავს, როცა სხვისი უანგარო სიკეთის წყალობით სიცოცხლეს ინარჩუნებ. სწორედ მაშინ გადაწყვიტა, რომ როცა გაიზრდებოდა, ისიც გახდებოდა დონორი.
და ასეც მოიქცა.
18 წლის ასაკში პირველად დაჯდა პლაზმის დონაციის სავარძელში. ამის შემდეგ, ჰარისონი ყოველ ორ კვირაში ერთხელ გასცემდა პლაზმას, 81 წლის ასაკამდე. მის სისხლში აღმოჩენილი უნიკალურ ანტისხეულს, — Anti-D-ს, იყენებენ იმ მედიკამენტების შესაქმნელად, რომელიც სისხლის მოწამვლის საფრთხის ქვეშ მყოფი ფეხმძიმე ქალებს მძიმე იმუნური დაავადებისგან იცავს.

ჰარისონი სისხლის 537-ჯერ გაცემის დროს, 1992 წელი
ფოტო: Getty Images
ეს დაავადება — HDFN (ჰემოლიზური დაავადება ახალშობილებში) — ადრე ხშირად სიცოცხლეს ართმევდა ჯერ კიდევ მუცლად მყოფ ბავშვებს. მაგრამ ჰარისონის პლაზმამ ეს სტატისტიკა შეცვალა.
18-დან 81 წლამდე ჰარისონმა სისხლი 1173-ჯერ ჩააბარა. ეს ნიშნავს:
- 2,6 მილიონზე მეტ გადარჩენილ ბავშვს;
- 821 ლიტრის მოცულობის გაცემულ პლაზმას;
- ათიათასობით ოჯახს, რომლებიც მხოლოდ მის სიკეთეს უმადლიან თავიანთი შვილების დაბადებას.
ჯეიმს ჰარისონის პლაზმის გაცემის სანაცვლოდ არასდროს მოუთხოვია დაფასება ან რაიმე სახის ჯილდო, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი პრიზის მფლობელი გახდა — 2005 წელს ის გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ადამიანი, რომელმაც პლაზმის ყველაზე დიდი რაოდენობის დონაცია შეძლო. მისი რეკორდი 2022 წლამდე არავის გაუუმჯობესებია.
როგორც მისი შვილი იხსენებს, ჰარისონს ერთი რამის სჯეროდა: "სიცოცხლე, რომელსაც გადაარჩენ, ერთ დღეს შენი შეიძლება აღმოჩნდეს." ჯეიმს ჰარისონი იმედის სიმბოლო არა მხოლოდ ავსტრალიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის გახდა.
მის მიერ გადარჩენილ ბავშვებს შორის მისი საკუთარი შვილიშვილიც აღმოჩნდა.

ჰარისონი შვილიშვილთან ერთად
ფოტო: Getty Images
ჯეიმსის სისხლი შესაძლოა აღარ მიედინებოდეს ლაბორატორიის მილებში, მაგრამ მისი სიკეთე — მისი მაგალითი — ისტორიას მარადიულად შემორჩება. ის არამხოლოდ მეცნიერული აღმოჩენის საფუძველი გახდა, არამედ მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრო სიკეთისთვის.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები