"კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ" — გიორგი ვაშაძემ წულუკიანის კომისიაში მონაწილეობაზე მეორედაც უარი თქვა

"კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და ბოლომდე!", — ამის შესახებ ციხიდან სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე წერს.
"წულუკიანს, რომელსაც საკუთარ სასამართლოში მოსვლისაც კი ეშინია, ისევ დავუბარებივარ ე.წ. კომისიაზე.
კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და ბოლომდე!", — წერს გიორგი ვაშაძე.
ის ოცნების პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე 30 ივნისს მეორედ დაიბარეს.
წულუკიანის ე.წ. კომისიაზე ხვალ მეორედ არიან დაბარებული კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია და კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერის მამუკა ხაზარაძე. ორივე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ე.წ. კომისიაზე ონლაინ-რეჟიმში მონაწილეობაზე უარი თქვა.
"დაგეგმილია პენიტენციური დაწესებულებიდან ბატონების გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის ჩართვა, რაზეც ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძეს წერილობით უარი აქვთ განცხადებული. გიორგი ვაშაძის საბოლოო პოზიცია უცნობია", — ნათქვამია "საპარლამენტო საგამოძიებო კომისია 2003-2012"-ის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ანონსში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები