ფეისბუქ-პოსტით პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის საქმეზე კოალიცია ცვლილებებისთვის ელენე ხოშტარია სასამართლომ 4000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით თეთრაული მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ელენე ხოშტარიას ქართული ოცნების წევრის, მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფას ედავებოდა.

ელენე ხოშტარიას 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვა. პროცესს ელენე ხოშტარია არ დასწრებია.

პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან — 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.