გიგა ბოკერია

14 Jun. 2025, 14:06

"ის ფაქტი, რომ ნიკა გვარამია თავისი ფეხით მივიდა ციხეში, დამატებით ხაზს უსვამს, თუ როგორი სამარცხვინო სამართლებრივი აბსურდი იყო მისთვის გირაოს შეფარდება - თითქოს მიმალვის რაიმე რისკი არსებობდა.
თუმცა მთავარი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ კიდევ ერთი პოლიტიკოსი არის ციხეში პოლიტიკური დევნის შედეგად.
ყველამ ვიცით, რატომ ზრდის პოლიტიკურ პატიმართა რიცხვს ივანიშვილის რეჟიმი - მას იმედი აქვს, რომ რეპრესიებით და პროპაგანდით შეინარჩუნებს ძალაუფლებას, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების ღალატისთვის იყენებს.
თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს!"

ასე ეხმაურება პარტია ფედერალისტების თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა გვარამიას დაკავებას.

ცნობისთვის, ნიკა გვარამია გუშინ დააკავეს. მან "ქართული ოცნების" დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაწესებული 30 000-ლარიანი გირაო არ გადაიხადა. ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ედავებოდნენ, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სომხეთი საქართველოს გავლით ალკოჰოლური სასმელების გადამზიდი სომხური სატვირთოების გადაადგილების ტემპით უკმაყოფილოა
  2. რა ქონებას ფლობს მერაბ დვალიშვილი?
  3. ქართული წარმოშობის ბლეიზ მეტრეველი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, MI6-ის ხელმძღვანელად დაინიშნა
  4. ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო ეკა მიშველაძე 4 000 ლარით დააჯარიმეს
  5. პოლონეთის პრემიერმინისტრი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე მუშაობს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სალომე ზურაბიშვილი: "პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების სივრცე უფრო სწრაფად იზღუდება, ვიდრე ეს მოხდა რუსეთში"

"ხვადასხვა გზით, პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების სივრცე სწრაფად იზღუდება, ვიტყოდი, უფრო სწრაფად, ვიდრე ეს მოხდა…

OSZAR »