ირაკლი კობახიძის თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას, ზაზა ფაჩულიას და კახა კალაძეს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

ოცნების პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას, ზაზა ფაჩულიას და კახა კალაძეს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ.
მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის წარადგენენ ჯილდოზე, ზაზა ფაჩულია და კახა კალაძეს — "უმაღლეს საკლუბო ტურნირებში მიღებული უმაღლესი ჯილდოებისთვის".
"ხვიჩა კვარაცხელიას გასულ წელს ნაკრებთან ერთად მიღწეული წარმატებისთვის მიღებული აქვს ღირსების ორდენი. ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის გვინდა წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე. ვფიქრობ, ეს არის დამსახურებული ჯილდო, რომელსაც სახელმწიფოსგან მიიღებს. პრეზიდენტი მას დააჯილდოებს უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.
ასევე ჩვენ გადავამოწმეთ შემდეგი საკითხი, ჩვენ გვყავს ორი სპორტსმენი, რომელსაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში აქვთ მიღებული უმაღლესი ჯილდო. ეს არის კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული უმაღლესი საკალათბურთო საკლუბო ტურნირი. მათ არ აქვთ მიღებული ანალოგიური ჯილდოები, ვფიქრობ დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. გადავიწყვეთ კახა კალაძე და ზაზა ფაჩულია წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე", — აღნიშნა პრემიერმა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები