SOLO საკუთარი მომხმარებლებისთვის გამორჩეული პროექტების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით, SOLO Education ახორციელებსღონისძიებას, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, დაესწრონ გამორჩეული სპიკერების საინტერესო ლექციებს, რაც მათ საუკეთესო განათლების მიღებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

ინიციატივის ფარგლებში, 28 მაისს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში SOLO მომხმარებლებისთვის შეხვედრა გაიმართება OnCampus Paris-ის ცენტრის დირექტორთან, კაროლინ მაიკლსთან, სადაც სპიკერი საფრანგეთში სწავლასა და სტუდენტობის შემდეგ დასაქმების შესაძლებლობებზე ისაუბრებს.

ამასთან, აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა, გაესაუბროს საზღვარგარეთ სწავლის საკონსულტაციო სააგენტო — Training Lab-ის წარმომადგენლებს და მიიღონ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის, სააპლიკაციო თუ სავიზო პროცედურებზე.

შეხვედრაზე დასწრება შეეძლებათ SOLO მომხმარებლებს. ამისათვის, მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.