"ევროსკოპის" ინფორმაციით, ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) წევრები 26 მაისს თბილისში იქნებიან. "ევროსკოპისთვის" მოწოდებულ სიაში შემდეგი დეპუტატები შედიან: ადრიან ვასკეს ლაზარა, რასა იუკნევიჩიენე, კატარინა ვიერია, ნაჩო სანჩეს ამორი და მატიუ ვალეტი.

მათი ცნობით, ევროპარლამენტარებს ექნებათ შეხვედრები სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან, მათ შორის დაგეგმილია შეხვედრა სახალხო დამცველთან.

ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული. ამ დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტარები 19-20 მაისს შეხვედრებს გამართავენ ჟენევაში, 26 მაისს — საქართველოში, 21 ივლისს — კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, 15 სექტემბერს — ბანგლადეშში, 27 ოქტომბერს — თურქეთში გამართავენ.