ირაკლი ზარქუა

19 Mar. 2025, 14:20

"ხაბეს" თავდასხმა არ გაიშვას. რეალობა რა არის — ამათმა მზეთუნახავმა ბელადმა, რომელიც მიტოვებულია, ეტყობა, გამოუგზავნა წერილი, იაქტიურეთ, რატომ არ ჩანხართო. ამ ხალხმა საკუთარი ოფისი გაყიდა და ახლა ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს ემუქრება თავდასხმით. ერთმანეთს დაემუქრონ ამ თავდასხმებით როგორც არიან ახლა დაკავებული. ძალიან გააქტიურებულები არიან "ნაცმოძრაობის" აქტივისტები, "კარენოი ნაცები", რატომ?! იმიტომ, რომ იმ მზეთუნახავმა შემოუთვალა, რატომ არ ჩანხართ, რატომ არ იღებთ ხმას, რატომაა, რომ სხვებმა უფრო მეტი [ხმა] აიღეს? მთავარი ოპოზიციური პარტია კი არა, ახალ კვლევებში ისიც არ ჩანს, ხუთეულში არიან თუ არა. შესაბამისად, მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა. იაქტიურონ და იყონ. მათი პოლიტიკური თემა დამთავრებულია. ის, ვინც არ ემსახურება ქართულ სახელმწიფოს, ქართულ საზოგადოებას, ისე დაამთავრებენ როგორც "ნაცებმა" დაამთავრეს — სამარცხვინოდ.

ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ მათი "ტაქტიკა და პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციასთან".


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. სომხური წარმოშობის რუსი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი სომხეთში დააკავეს
  2. 11 მლნ ლარამდე თანხის დაუფლების ფაქტზე 2 პირი დააკავეს
  3. ჩეჩნეთმა უკრაინაში ომისთვის 500 მილიონ დოლარზე მეტი გაიღო
  4. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთის ელექტროქსელები სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა
  5. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის ამოქმედებას გმობენ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთში "აზერბაიჯანული მაფიის" წევრებს პატიმრობა მიუსაჯეს

სანქტ-პეტერბურგის მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა კრიმინალური დაჯგუფების სავარაუდო წევრებს, რომელთაც…

OSZAR »