მწარე პოდკასტი: 3 გავრცელებული მითი დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის შესახებ

მწარე პოდკასტის (პოდკასტი ისტორიაზე, კულტურაზე, ცივილიზაციებზე — ბევრ საინტერესო თემაზე, მწარედ და ობიექტურად) ამ ეპიზოდში მოისმენთ, საიდან ვიცით დავითის მიერ დაარსებული მსტოვართა ინსტიტუტის შესახებ, რას ეყრდნობა ვერსია საღვთო რომის იმპერატორის, ფრიდრიხ ბარბაროსას ვაჟის თამარზე დაქორწინების შესაძლებლობაზე და რამ გამოიწვია მითები, თამარის საფლავის შესახებ. პოდკასტის სტუმარია, ისტორიკოსი, შუა საუკუნეების მკვლევარი ბექა კვაჭაძე.
1. მსტოვართა ინსტიტუტი
ისტორიის სახელმძღვანელოებსა და ისტორიის შესახებ პოპულარულ წიგნებში, ხშირად გვხვდება ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს დავით IV აღმაშენებელმა შექმნა მსტოვართა ინსტიტუტი, რომელიც განსაკუთრებულად ფუნქციონირებდა, მისი მზვერავები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგროვებდნენ ინფორმაციას და სწორედ ამ ინსტიტუტის წყალობით აძლიერებდნენ მეფეს. მოგვიანებით კი, თითქოს ეს ინსტიტუტი თანდათან მოიშალა, რამაც ქართული სახელმწიფოს დასუსტება გამოიწვია.
რას ეფუძნება სინამდვილეში ეს ინფორმაცია? რომელი წყაროს მიხედვით ვამბობთ, რომ ასეთი ორგანო არსებობდა?

ფოტო: მწარე პოდკასტი
მსტოვართა ინსტიტუტის არსებობის რეალური კვლევისას, ცხადი ხდება, რომ ეს მითი დავითის ისტორიკოსის ერთ კონკრეტულ ჩანაწერს ეყრდნობა. სინამდვილეში რა წერია ამ ჩანაწერში, და როგორ უნდა ამოვიკითხოთ ეს ტექსტი მეფეთა შეფასების ბიზანტიური კულტურის (რომლის გავლენის ქვეშაც იყო მაშინ ქართული სამეფო და შესაბამისად მისი ისტორიკოსი) მიხედვით, ამის შესახებ პოდკასტის ამ ეპიზოდში მოისმენთ.
2. თამარ მეფის ქორწინება
მეორე მითი, რომელიც მწარე პოდკასტშია განხილული, ეხება თამარ მეფის ქორწინების შესაძლებლობას, მისი თანამედროვე საღვთო რომის იმპერატორის ვაჟზე. არსებობს დამკვიდრებული აზრი, რომ თითქოს თამარ მეფის ხელი თავისი ვაჟისთვის ითხოვა საღვთო რომის იმპერატორმა, ფრიდრიხ ბარბაროსამ, ხოლო მას ქართველებმა უარი უთხრეს, რადგან უკვე მიღებული ჰქონდათ თამარ მეფის "უცხოელთან" ქორწინებაზე ცუდი გამოცდილება.
საიდან მოდის ეს ინფორმაცია? რომელი ქართული ან უცხოური წყაროები გვიყვებიან ამ შესაძლო ქორწინებაზე? რას ნიშნავს სინამდვილეში ამ ტექსტში აღნიშნული "ბერძენთა და ჰრომთანი"?

ფოტო: მწარე პოდკასტი
პოდკასტში ამ ამბის შესახებ ყველა წყაროა მოძიებული და განხილული და ავტორები გვიყვებიან სავარაუდოდ რამ წარმოშვა ეს მითი.
3. თამარ მეფის საფლავი
მესამე ამბავი, რომელიც ასევე ფართოდაა გავრცელებული საზოგადოებაში, თამარ მეფის საფლავის შესახებაა.
"მე ბავშვობიდან მახსოვს, რომ განვიცდიდი ძალიან, როგორ არ გვაქვს ინფორმაცია ასეთი მონარქის საფლავის შესახებ და არ ვიცით სად არის" — აღნიშნავს ისტორიკოსი ბექა კვაჭაძე, და მიუთითებს, როგორ საყოველთაოდ არის გავრცელებული მცდარი შეხედულება იმის შესახებ, თითქოს თამარ მეფის საფლავის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.
ამის შესახებ უამრავი მითი არსებობს, თითქოს ის ვარძიაშია დაკრძალული, ან სვანეთში.. ერთი ვერსიით, თითქოს თამარ მეფის დასაფლავების შემდეგ, მესაფლავეებმა ერთმანეთი დახოცეს (რომ არავის შეეტყო სად იყო დაკრძალული), სხვა ვერსიით — თითქოს 9 სხვადასხვა სასახლე გაიტანეს და სხვადასხვა მხარეს წაიღეს, რომ არავის შეეტყო სად ესვენა სინამდვილეში ცხედარი.. და ა.შ.

ფოტო: მწარე პოდკასტი
სინამდვილეში სად არის დაკრძალული თამარ მეფე და რამდენი სხვადასხვა წყარო ადასტურებს ამას?
პოდკასტიდან შეიტყობთ, რომ თამარ მეფის სიკვდილის და დასაფლავების შესახებ, სამი სხვადასხვა წყარო გვიყვება, და სამივეში ერთი და იგივე რამ წერია.
მწარე პოდკასტი არის ისტორიკოს ნიკა ხოფერიას მიერ დაარსებული პოდკასტი, რომელიც მიმოიხილავს ისტორიას, კულტურას და ცივილიზაციებს. სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან და მკვლევარებთან ერთად, წყაროებზე დაყრდნობით გვიყვება ისტორიის "მწარე" სიმართლეს, რომელიც ხშირად არასწორად, ან საერთოდ არ ვიცით.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები